Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 2
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი article 77 დროებითი კომისიის სხდომა, სხდომის ოქმი. 1. დროებითი კომისიის სხდომებს იწვევს დროებითი კომისიის თავმჯდომარე. 2. დროებითი კომისიის სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება დროებითი კომისიის სიითი შემადგენლობის უმრავლესობა. დროებითი კომისია გადაწყვეტილებას იღებს დროებითი კომისიის სიითი შემადგენლობის უმრავლესობით, თუ ამ რეგლამენტით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. ხმების თანაბრად გაყოფისას იმართება ხელახალი კენჭისყრა. თუ გადაწყვეტილება კვლავ არ იქნა მიღებული, საკითხი უარყოფილად ითვლება. 3. დროებითი კომისიის სხდომის გამართვის თარიღი და დღის წესრიგი დროებითი კომისიის წევრებს წინასწარ ეცნობება. აღნიშნული ინფორმაცია სხდომის თარიღის დანიშვნისთანავე განთავსდება პარლამენტის ვებგვერდზე. 4. თუ ფრაქციის მიერ დანიშნულ დროებითი კომისიის წევრს დროებით არ შეუძლია მონაწილეობა მიიღოს დროებითი კომისიის მუშაობაში, მის დამნიშვნელ ფრაქციას უფლება აქვს, აღნიშნული წევრი დროებით შეცვალოს ფრაქციის სხვა წევრით. ამის შესახებ ფრაქცია დროებითი კომისიის სხდომამდე წერილობით აცნობებს დროებითი კომისიის თავმჯდომარეს. 5. დროებითი კომისიის სხდომას შეიძლება სათათბირო ხმის უფლებით დაესწრონ სხვა პარლამენტის წევრები და მოწვეული პირები. საჯარო სხდომა გადაიცემა პირდაპირი ტრანსლაციით. |
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი article 77 6. დროებითი კომისიის წევრის წინადადებით დროებით კომისიას შეუძლია მიიღოს გადაწყვეტილება დახურული სხდომის გამართვის შესახებ. დროებითი კომისიის სხდომის დახურვის შესახებ გადაწყვეტილება მიიღება დახურული წესით. დროებითი კომისიის დახურულ სხდომაზე დამსწრე პირთა წრეს ადგენს დროებითი კომისიის თავმჯდომარე. 7. დროებითი კომისიის სხდომის პარლამენტის პლენარული სხდომის მიმდინარეობისას გამართვა დაუშვებელია. 8. დროებითი კომისიის მუშაობა აისახება დროებითი კომისიის სხდომის ოქმში, რომელსაც ხელს აწერს დროებითი კომისიის თავმჯდომარე. |