FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 1

უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტი

article  7

უცხოური პრინციპალის მიერ დასაქმებული პირის პასუხისმგებლობა. იმ უცხოური პრინციპალის აგენტის, რომელიც ფიზიკური პირი არ არის, თითოეული ხელმძღვანელი, მმართველი ან ხელმძღვანელის ან/და მმართველის ფუნქციების შემსრულებელი პირი ვალდებულია წარადგინოს უცხოური პრინციპალის აგენტის რეგისტრაციის განცხადება და დამატებითი დოკუმენტები, რომლებიც გათვალისწინებულია ამ კანონის მე-2 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით. ამასთანავე, იგი ვალდებულია შეასრულოს ამ კანონის მე-4 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებისა და მე-5 მუხლის მოთხოვნები და ამავე კანონით გათვალისწინებული სხვა მოთხოვნები. თავის მხრივ, იმ ორგანიზაციის დაშლა, რომელიც მოქმედებს, როგორც უცხოური პრინციპალის აგენტი, არ გამოიწვევს მისი ხელმძღვანელის, მმართველის ან ხელმძღვანელის ან/და მმართველის ფუნქციების შემსრულებელი პირის იმ პასუხისმგებლობისგან გათავისუფლებას, რომელიც გულისხმობს ამ კანონით განსაზღვრული დოკუმენტაციის შევსებას. უცხოური პრინციპალის აგენტის, ნებისმიერი ხელმძღვანელის, მმართველის ან ხელმძღვანელის ან/და მმართველის ფუნქციების შემსრულებელი პირის მიერ ამ კანონით გათვალისწინებული მოთხოვნების შეუსრულებლობა გამოიწვევს მისთვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი პასუხისმგებლობის დაკისრებას.