Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 2
ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ article 107 მიმწოდებლის მიერ ინფორმაციის შენახვა. 1. მიმწოდებელი უზრუნველყოფს ტრეიდერებთან, გადამცემი და გამანაწილებელი სისტემების ოპერატორებთან და შესაბამის შემთხვევაში ბუნებრივი გაზის საცავისა და გათხევადებული ბუნებრივი გაზის სისტემების ოპერატორებთან გაფორმებული მიწოდების ხელშეკრულებების ფარგლებში და ელექტროენერგიის ან ბუნებრივი გაზის დერივატივებით განხორციელებულ ოპერაციებთან დაკავშირებული ინფორმაციის არანაკლებ 5 წლის ვადით შენახვას და სახელმწიფო ორგანოებისთვის, მათ შორის, კომისიისა და კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოსთვის, აგრეთვე ენერგეტიკული გაერთიანების სამდივნოსთვის ხელმისაწვდომობას. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაცია უნდა მოიცავდეს შესაბამისი ოპერაციის ისეთ დეტალებს, როგორიცაა ხანგრძლივობა, მიწოდებისა და ანგარიშსწორების წესები, მოცულობა, შესრულების თარიღი და დრო, ოპერაციის ფასი, შესაბამისი ტრეიდერის საიდენტიფიკაციო მონაცემები და იმ მიწოდების ხელშეკრულებისა და დერივატივის კონკრეტული დეტალები, რომლებთან დაკავშირებითაც ანგარიშსწორება არ განხორციელებულა. |
ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ article 107 3. კომისია უფლებამოსილია ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის გარკვეული ნაწილი ხელმისაწვდომი გახადოს ბაზრის ყველა მონაწილისთვის იმ პირობით, რომ არ გამოქვეყნდება კონკრეტულ მონაწილეებთან ან ოპერაციებთან დაკავშირებული, კომერციული საიდუმლოების შემცველი ინფორმაცია. 4. ტრეიდერებთან, გადამცემი და გამანაწილებელი სისტემების ოპერატორებთან და შესაბამის შემთხვევებში ბუნებრივი გაზის საცავისა და გათხევადებული ბუნებრივი გაზის სისტემების ოპერატორებთან ელექტროენერგიის ან ბუნებრივი გაზის დერივატივებით განხორციელებულ ოპერაციებთან მიმართებით ამ მუხლის მოქმედება გავრცელდება ენერგეტიკული გაერთიანების მუდმივმოქმედი მაღალი დონის ჯგუფის მიერ შესაბამისი სახელმძღვანელო პრინციპების დამტკიცების შემდეგ. |