FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 2

სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების შესახებ

article  13

ინტეგრირებული ადმინისტრირებისა და კონტროლის ერთიანი ელექტრონული სისტემა.
1. მმართველი ორგანო კოორდინაციას უწევს ინტეგრირებული ადმინისტრირებისა და კონტროლის ერთიანი ელექტრონული სისტემის შექმნას, ხოლო მონაცემთა ბაზების ინტეგრირებასა და მართვას გადამხდელი სააგენტო ახორციელებს.
2. ინტეგრირებული ადმინისტრირებისა და კონტროლის ერთიანი ელექტრონული სისტემა ურთიერთდაკავშირებული მონაცემთა ბაზებისგან შედგება და მოიცავს:
    ა) ფერმერული მეურნეობებისა და სოფლად არსებული საწარმოების რეესტრს;
    ბ) მიწის ნაკვეთების იდენტიფიკაციის სისტემას, რომელიც მოიცავს მიწის ნაკვეთებისა და მათზე განხორციელებული სასოფლო-სამეურნეო საქმიანობისა და არასასოფლო-სამეურნეო ეკონომიკური საქმიანობის შესახებ გეოინფორმაციულ და სივრცით მონაცემებს;
    გ) დაფინანსების განაცხადების მართვის, გადახდებისა და ფინანსური აღრიცხვის ერთიან ელექტრონულ სისტემას, რომლის წარმოების წესს ადგენს მმართველი ორგანო;
    დ) ანგარიშგებისა და მონაცემების ერთიან ელექტრონულ ბაზას − მხარდამჭერი ღონისძიებების გავლენის შესაფასებლად და შესაბამის პოლიტიკასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების მისაღებად; ე)  სხვა მონაცემთა ბაზებს, მათ შორის, ცხოველთა იდენტიფიკაციისა და რეგისტრაციის ერთიან ელექტრონულ მონაცემთა  ბაზას.
სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების შესახებ

article  13

3. მონაცემთა ბაზები ელექტრონულად იწარმოება და ინახება. შესაბამისი ინფორმაცია საჯაროდ ხელმისაწვდომია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
4. მმართველი ორგანო მონაცემთა ბაზების შენახვის ვადებისა და პროცედურების განსაზღვრის შესახებ კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით განსაზღვრავს მონაცემთა ბაზების შენახვის ვადებსა და პროცედურებს.