Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 2
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების შესახებ article 10 5. უძრავი ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზებისას მყიდველი უძრავი ქონების საპრივატიზებო საფასურს იხდის ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მიერ დადგენილ ვადაში. 6. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის ნორმატიული ფასი შეესაბამება შესაბამისი თვითმმართველი ერთეულის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს მიერ კანონმდებლობის შესაბამისად დადგენილ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის ნორმატიულ ფასს. 7. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საპრივატიზებო საფასური განისაზღვრება საქართველოს მთავრობის ნორმატიული აქტით დადგენილი საწყისი საპრივატიზებო საფასურის ოდენობით. თუ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე მდებარეობს სამეურნეო და დამხმარე ნაგებობა (ნაგებობები) ან/და მრავალწლიანი ნარგავები, აუქციონზე გატანილი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი გაიყიდება მიწის ნაკვეთის საფასურად, მიუხედავად მასზე არსებული სამეურნეო და დამხმარე ნაგებობისა (ნაგებობებისა) ან/და მრავალწლიანი ნარგავებისა. |
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების შესახებ article 10 უძრავი ქონების საპრივატიზებო საფასურის განსაზღვრისა და ანგარიშსწორების წესი. 1. უძრავი ქონების საპრივატიზებო საფასური (გარდა სასოფლო-სამეურნო დანიშნულების მიწის ნაკვეთისა) განისაზღვრება საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული სახელმწიფო ქონების საპრივატიზებო საფასურის, საწყისი საპრივატიზებო საფასურისა და სარგებლობაში გადაცემის საფასურის განსაზღვრის წესის შესაბამისად. უძრავი ქონების საპრივატიზებო საფასურის განსაზღვრისას მხედველობაში მიიღება აგრეთვე ამ მუხლის მე-6 და მე-7 პუნქტები. 2. მთავრობის სამართლებრივი აქტის საფუძველზე, სამინისტრო უფლებამოსილია ქონების პირობ(ებ)ით აუქციონის ფორმით პრივატიზებისას ქონების საწყისი საპრივატიზებო თანხა განსაზღვროს დამოუკიდებელი აუდიტორის (ექსპერტი) დასკვნის საფუძველზე დადგენილ ფასზე ნაკლებ ფასად. 3. შეძენილ უძრავ ქონებაზე ანგარიშსწორება შეიძლება განხორციელდეს ერთიანად ან განვადებით. 4. აუქციონში გამარჯვებულმა უძრავი ქონების საპრივატიზებო საფასური უნდა გადაიხადოს პრივატიზების განმახორციელებელი ორგანოს მიერ დადგენილ ვადაში, რომელიც უნდა შეადგენდეს არანაკლებ 7 და არა უმეტეს 45 კალენდარულ დღეს. თუ აუქციონი გამოცხადებულია პირობებით, პრივატიზების განმახორციელებელი ორგანო ადგენს საპრივატიზებო საფასურის გადახდის ვადას, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს 2 წელს. |