Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 1
რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ article 30 რეგულირებული შეთანხმების ზედამხედველის შეცვლა. მოვალე უფლებამოსილია შეცვალოს რეგულირებული შეთანხმების ზედამხედველი − ამ კანონის მე-11 მუხლით დადგენილი წესით შეარჩიოს რეგულირებული შეთანხმების ახალი ზედამხედველი, თუ: ა) რეგულირებული შეთანხმების ზედამხედველმა მოვალეს ამ თავით დადგენილი წესით არ წარუდგინა ამ კანონის 29-ე მუხლით გათვალისწინებული ანგარიში; ბ) რეგულირებული შეთანხმების ზედამხედველი გარდაიცვალა; გ) რეგულირებული შეთანხმების ზედამხედველი ვეღარ აკმაყოფილებს ამ კანონის მოთხოვნებს ან აღმოჩნდა ისეთი გარემოება, რომელიც გადახდისუუნარობის პრაქტიკოსთა ერთიან რეესტრში მის შეყვანაზე უარის თქმის საფუძველი იქნება; დ) არსებობს ამ კანონით გათვალისწინებული აცილების საფუძველი. |