Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 7
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ article 21 ე) საუბნო საარჩევნო კომისიების კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმების საფუძველზე, საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევის განხილვის შედეგების გათვალისწინებით აჯამებს კენჭისყრის შედეგებს საარჩევნო ოლქში არჩევნების გამართვისას, რის თაობაზედაც დგება საოლქო საარჩევნო კომისიის კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმი; ვ) (ამოღებულია - 08.08.2020, №134); ზ) განკარგულებით ანიჭებს არჩევნების ადგილობრივი დამკვირვებლის სტატუსს ამ კანონში აღნიშნულ ადგილობრივ არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირს; თ) უზრუნველყოფს რიგგარეშე არჩევნების, ხელახალი არჩევნებისა და განმეორებითი კენჭისყრის გამართვას; თ-1) განკარგულებით ირჩევს საოლქო საარჩევნო კომისიის წარმომადგენლებს და განსაზღვრავს მათ უფლებამოსილებებს; თ-2) საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით უზრუნველყოფს სემინარებისა და სასწავლო კურსების გამართვას; ი) უზრუნველყოფს არჩევნებთან დაკავშირებული საინფორმაციო მასალის გამოცემასა და გამოქვეყნებას; კ) განიხილავს საარჩევნო პროცესთან დაკავშირებულ განცხადებებსა და საჩივრებს და თავისი უფლებამოსილების ფარგლებში იღებს სათანადო გადაწყვეტილებას; ლ) ამ კანონით დადგენილი წესით ხელს უწყობს ამომრჩეველთა სიების საჯაროობასა და ხელმისაწვდომობას; |
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ article 21 მ) ახორციელებს ამ კანონით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2020 წლის 24 ივლისის კანონი №124-უ.ს.რ.ს. - ვებგვერდი, 30.07.2020წ. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2020 წლის 8 აგვისტოს კანონი №134 - უ.ს.რ.ს. - ვებგვერდი, 12.08.2020წ. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2023 წლის 18 მაისის კანონი №71-IIს - ვებგვერდი, 19.05.2023წ. |
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ article 21 საოლქო საარჩევნო კომისიის უფლებამოსილება. საოლქო საარჩევნო კომისია: ა) თავისი უფლებამოსილების ფარგლებში საარჩევნო ოლქში უზრუნველყოფს არჩევნების, გამართვას, აკონტროლებს საარჩევნო კანონმდებლობის შესრულებას და უზრუნველყოფს მის ერთგვაროვნად გამოყენებას; ბ) განკარგულებით ქმნის და აზუსტებს საარჩევნო უბნების საზღვრებს; გ) თუ ქვემდგომი საუბნო საარჩევნო კომისია არ ან ვერ ასრულებს კანონმდებლობით დაკისრებულ მოვალეობას, უფლებამოსილია სრული შემადგენლობის უმრავლესობის გადაწყვეტილებით შესაბამისი კომისიის წინაშე დასვას ამ კომისიისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხი; |
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ article 21 დ) ვალდებულია განცხადების/საჩივრის საფუძველზე (თუ განცხადება/საჩივარი შეტანილია ამ კანონით დადგენილი წესით და დადგენილ ვადაში), აგრეთვე საკუთარი ინიციატივით შეამოწმოს საუბნო საარჩევნო კომისიების, მათი თანამდებობის პირების მოქმედებათა და გადაწყვეტილებათა კანონიერება (მათ შორის, არჩევნებში მონაწილეთა აღრიცხვის, საარჩევნო ბიულეტენების დათვლის სიზუსტე და სხვა) და დარღვევის გამოვლენის შემთხვევაში მიიღოს სათანადო გადაწყვეტილება (მათ შორის, შეცვალოს საუბნო საარჩევნო კომისიის კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმის მონაცემები შემოწმების შედეგის შესაბამისად ან ბათილად ცნოს საარჩევნო უბანში კენჭისყრის შედეგები). საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ ხელახლა დათვლის შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში კომისიამ ეს უნდა აცნობოს ყველა საარჩევნო სუბიექტსა და დამკვირვებელ ორგანიზაციას, რომელთა წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ ბიულეტენების დათვლას საარჩევნო უბანზე, და მათი სურვილის შემთხვევაში უზრუნველყოს მათი წარმომადგენლების დასწრება ხელახლა დათვლის პროცესზე; |
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ article 21 დ-1) ვალდებულია გახსნას შესაბამისი საარჩევნო დოკუმენტაცია და ხელახლა დათვალოს კენჭისყრის შედეგები იმ შემთხვევაში, როდესაც საუბნო საარჩევნო კომისიის მიერ შედგენილ კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელ ოქმში, ისე, რომ მას არ ახლავს შესწორების ოქმი, გადასწორებულია საარჩევნო სუბიექტისთვის მიცემულ ხმათა რაოდენობა, არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა ან/და ბათილად მიჩნეულ საარჩევნო ბიულეტენთა რაოდენობა. ამ შემთხვევაში საოლქო საარჩევნო კომისია ვალდებულია დათვალოს/შეამოწმოს მხოლოდ ის საარჩევნო დოკუმენტაცია, რომლის დათვლაც/შემოწმებაც საკმარისია აღნიშნული გადასწორებული მონაცემის/მონაცემების უტყუარობის დასადგენად, ხოლო თუ აღნიშნული საარჩევნო დოკუმენტაციის დათვლის/შემოწმების შედეგი გადასწორებულ მონაცემს/მონაცემებს არ დაემთხვა, საოლქო საარჩევნო კომისიამ ხელახლა უნდა დათვალოს როგორც საარჩევნო ბიულეტენები, ისე ამომრჩეველთა ყველა სახის სიაში ამომრჩეველთა ხელმოწერების რაოდენობა; დ-4“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საარჩევნო უბნები; |
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ article 21 დ-3) ვალდებულია გახსნას შესაბამისი საარჩევნო დოკუმენტაცია და ხელახლა დათვალოს კენჭისყრის შედეგები იმ შემთხვევაში, როდესაც ბათილად მიჩნეულ საარჩევნო ბიულეტენთა რაოდენობისა და საარჩევნო სუბიექტებისთვის მიცემულ ხმათა რაოდენობის ჯამი 5-ით ან 5-ზე მეტით აღემატება საუბნო საარჩევნო კომისიის მიერ შედგენილ კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელ ოქმში მითითებულ არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა საერთო რაოდენობას. ამ შემთხვევაში საოლქო საარჩევნო კომისია ვალდებულია ხელახლა დათვალოს საარჩევნო ბიულეტენები, ხოლო თუ ბათილად მიჩნეულ საარჩევნო ბიულეტენთა რაოდენობისა და საარჩევნო სუბიექტებისთვის მიცემულ ხმათა რაოდენობის ჯამი საარჩევნო ბიულეტენების ხელახლა დათვლის შედეგად არ დაემთხვა საუბნო საარჩევნო კომისიის მიერ შედგენილ კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელ ოქმში მითითებულ არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა საერთო რაოდენობას, საოლქო საარჩევნო კომისიამ ხელახლა უნდა დათვალოს ამომრჩეველთა ყველა სახის სიაში ამომრჩეველთა ხელმოწერების რაოდენობა; |
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ article 21 დ4) ვალდებულია გახსნას შესაბამისი საარჩევნო დოკუმენტაცია და ხელახლა დათვალოს კენჭისყრის შედეგები იმ შემთხვევაში, როდესაც ბათილად მიჩნეულ საარჩევნო ბიულეტენთა რაოდენობისა და საარჩევნო სუბიექტებისთვის მიცემულ ხმათა რაოდენობის ჯამი 10-ით ან 10-ზე მეტით ნაკლებია საუბნო საარჩევნო კომისიის მიერ შედგენილ კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელ ოქმში მითითებულ არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა საერთო რაოდენობაზე. ამ შემთხვევაში საოლქო საარჩევნო კომისია ვალდებულია ხელახლა დათვალოს საარჩევნო ბიულეტენები, ხოლო თუ ბათილად მიჩნეულ საარჩევნო ბიულეტენთა რაოდენობისა და საარჩევნო სუბიექტებისთვის მიცემულ ხმათა რაოდენობის ჯამი საარჩევნო ბიულეტენების ხელახლა დათვლის შედეგად არ დაემთხვა საუბნო საარჩევნო კომისიის მიერ შედგენილ კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელ ოქმში მითითებულ არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა საერთო რაოდენობას, საოლქო საარჩევნო კომისიამ ხელახლა უნდა დათვალოს ამომრჩეველთა ყველა სახის სიაში ამომრჩეველთა ხელმოწერების რაოდენობა. |