FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 1

საქართველოს საჰაერო კოდექსი

article  2

კოდექსის მიზანი.
1. ამ კოდექსის ძირითადი მიზანია:
    ა) საქართველოს საავიაციო საქმიანობის სამართლებრივი მოწესრიგება;
    ბ) საავიაციო საქმიანობის უსაფრთხოების და საავიაციო უშიშროების ერთიანი სტანდარტებისდადგენა;
    გ) საჰაერო ტრანსპორტის მდგრადი განვითარების, ტვირთისა და ბარგის გადაზიდვის, მგზავრთა გადაყვანის და მათთან დაკავშირებული სხვა მომსახურების თავისუფლად განხორციელების ხელშეწყობა;
    დ) სააერნაოსნო მომსახურების გაუმჯობესება და ჰაერნაოსნობის უსაფრთხოების, რეგულარულობისა და ეფექტიანობის უზრუნველყოფა;
    ე) საქართველოს საჰაერო სივრცის მომხმარებელთა უფლებების დაცვის უზრუნველყოფა.
2. საქართველო, როგორც „საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის შესახებ“ ჩიკაგოს 1944 წლის კონვენციის მონაწილე სახელმწიფო, ვალდებულია დროულად, შესაბამისი დოკუმენტებით დადგენილ ვადებში უზრუნველყოს საქართველოს კანონმდებლობის ჰარმონიზაცია ამ კონვენციის, მისი დანართებისა და მათი შესწორებების მოთხოვნებთან.