Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 1
თავდაცვის კოდექსი article 166 თავდაცვის სფეროში მოხალისეობა. 1. თავდაცვის სფეროში მოხალისეობა (შემდგომ − მოხალისეობა) არის ამ კოდექსითა და შესაბამისი სამართლებრივი აქტებით დადგენილი ორგანიზაციული მოწესრიგების ფარგლებში ფიზიკური პირის ნებაყოფლობითი, ანაზღაურებისგარეშე მომზადება თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებში და საჭიროების შემთხვევაში მისი უნარ-ჩვევების თავდაცვის სფეროში გამოყენება. 2. მოხალისეობა არ გულისხმობს ანაზღაურებადი სამუშაოს ჩანაცვლებას და არ უნდა იქნეს გამოყენებული, როგორც იაფი მუშახელის წყარო. მოხალისეობრივი საქმიანობა არ შეიძლება გამოყენებულ იქნეს შრომითი ურთიერთობისთვის თავის ასარიდებლად. 3. სახელმწიფო ხელს უწყობს მოხალისეობის ორგანიზებას. მოხალისეობის ორგანიზებასთან დაკავშირებულ საკითხებს განსაზღვრავს მინისტრი. 4. საომარი მდგომარეობის, საგანგებო მდგომარეობის ან საგანგებო სიტუაციის დროს თავდაცვის სფეროში მოხალისეთა გამოყენება ხდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. |