Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 1
საქართველოს საბაჟო კოდექსი article 189 უცხო ქვეყნის სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის მწარმოებლის მიერ სათესლე მასალის, სასუქის და სხვა საშუალების საქართველოში მდებარე მეურნეობაში გამოსაყენებლად შემოტანა. 1. ამ მუხლის გათვალისწინებით იმპორტის გადასახადისგან თავისუფლდება საქართველოში მდებარე, უცხო ქვეყნის უშუალოდ მომიჯნავე საკუთრებაში (მეურნეობაში) გამოსაყენებლად განკუთვნილი სათესლე მასალის, ნიადაგისა და მოსავლის დასამუშავებელი სასუქისა და სხვა საშუალების შემოტანა, თუ ამ მეურნეობას მართავს სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის მწარმოებელი, რომლის ძირითადი საქმიანობის განხორციელების ადგილი უცხო ქვეყანაში საქართველოს საბაჟო ტერიტორიის უშუალოდ მომიჯნავე ტერიტორიაზე მდებარეობს. 2. ამ მუხლით გათვალისწინებული შეღავათი ვრცელდება სათესლე მასალის, ნიადაგისა და მოსავლის დასამუშავებლად განკუთვნილი სასუქისა და სხვა საშუალების იმ რაოდენობაზე, რომელიც აუცილებელია შესაბამისი მეურნეობის საჭიროებისთვის. 3. ამ მუხლით გათვალისწინებული შეღავათი ვრცელდება იმ სათესლე მასალაზე, ნიადაგისა და მოსავლის დასამუშავებლად განკუთვნილ სასუქსა და სხვა საშუალებაზე, რომელიც პირდაპირ საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის უშუალოდ მწარმოებლის მიერ ან მისი დავალებით არის შემოტანილი. 4. ამ მუხლით გათვალისწინებული საქონელი შეიძლება ნაცვალგების პრინციპის გათვალისწინებით გათავისუფლდეს იმპორტის გადასახადისგან. |