FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 2

საქართველოს საგადასახადო კოდექსი

article  61

გადასახადის დარიცხვა.
1. გადასახადის დარიცხვა გულისხმობს საგადასახადო ორგანოს მიერ კონკრეტული საგადასახადო პერიოდისათვის გადასახადის თანხის აღრიცხვასა და ასახვას გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე, რომლის წარმოების წესს განსაზღვრავს საქართველოს ფინანსთა მინისტრი.
2. გადასახადის დარიცხვის საფუძველია:
    ა) საგადასახადო დეკლარაცია/საბაჟო დეკლარაცია; ა-1) (ამოღებულია - 01.05.2015, №3581);
    ბ) ინფორმაცია ამ კოდექსის 154-ე მუხლის შესაბამისად გადახდილი თანხების შესახებ;
    გ) საგადასახადო შემოწმების აქტი;
    დ) საგადასახადო ორგანოსათვის სხვა მაკონტროლებელი ან სამართალდამცავი ორგანოების მიერ მიწოდებული ინფორმაცია პირის საგადასახადო ვალდებულების შესახებ;
    ე) საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს, სხვა მარეგისტრირებელი ორგანოს, აგრეთვე მუნიციპალიტეტის ორგანოს მიერ საგადასახადო ორგანოსთვის მიწოდებული ინფორმაცია (მონაცემები), მიწაზე ქონების გადასახადის დარიცხვის მიზნებისთვის;
    ვ) ინფორმაცია ამ კოდექსის 161-1 მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში საქონლის რეალიზაციის დღგ-ით დაბეგვრის შესახებ;
    ზ) საგადასახადო/საბაჟო სამართალდარღვევათა საქმის წარმოებისას გამოვლენილი ინფორმაცია.
საქართველოს საგადასახადო კოდექსი

article  61

3. საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.