Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 2
ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი article 64 თბილისის საკუთარი უფლებამოსილებები. თბილისის საკუთარი უფლებამოსილებებია: ა) ამ კანონის მე-16 მუხლით გათვალისწინებული უფლებამოსილებები; ბ) (ამოღებულია - 18.10.2019, №5204); გ) საქართველოს დედაქალაქის დადგენილ ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე ბუნებრივი თუ ანთროპოგენური გეოინფორმაციული ერთეულის, თბილისის ადმინისტრაციული ერთეულის, ისტორიულად ჩამოყალიბებული უბნის, გეგმარებითი რაიონის, ამა თუ იმ ზონის, მიკრორაიონის, სხვა ტერიტორიული ერთეულის, მთის, ბორცვის, ხევის, მდინარის, ტბის, წყაროს, მოედნის, პროსპექტის (გამზირის), გზატკეცილის, ქუჩის, შესახვევის, ჩიხის, გასასვლელის, სანაპიროს, ესპლანადის, ბულვარის, ხეივნის, სკვერის, ბაღის, პარკის, ტყე-პარკის, ტყის, საქალაქო სასაფლაოს, პანთეონის, შენობა-ნაგებობის, სატრანსპორტო სისტემის ობიექტის სახელდება; დ) (ამოღებულია - 26.12.2014, №2995); ე) ჩამდინარე წყლების გასუფთავება და უტილიზაცია; ვ) „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში და მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული მწვანე ნარგავებისა და სახელმწიფო ტყის განსაკუთრებული დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული უფლებამოსილებები; |
ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი article 64 ზ) საქართველოს დედაქალაქში მსუბუქი ავტომობილით − ტაქსით (M1 კატეგორია) გადაყვანის სანებართვო პირობების, ნებართვის გაცემის წესის, ნებართვის მოქმედების ვადის, ნებართვის გაცემის ფასისა და მისი გადახდის წესის, ნებართვის მფლობელთა შესახებ ერთიანი საინფორმაციო ბაზის შექმნის, განახლებისა და დამუშავების წესის განსაზღვრა; თ) საჭიროების შემთხვევაში, სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალების მოძრაობისთვის განკუთვნილ ზოლში შესაბამისი კატეგორიის მსუბუქი ავტომობილის – ტაქსის (M1 კატეგორია) ან/და მოტოციკლის (გარდა სამთვლიანისა) ან/და მოპედის (გარდა სამთვლიანისა) მოძრაობის ან/და მგზავრთა ჩასხდომა/დასხდომა-გადმოსხდომის მიზნით გაჩერების ადგილის ან/და დროის და პირობების განსაზღვრა. საქართველოს 2014 წლის 26 დეკემბრის ორგანული კანონი №2995 – ვებგვერდი, 12.01.2015წ. |