Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 1
ნოტარიატის შესახებ article 21 ნოტარიუსის შრომის ანაზღაურება და სანოტარო ბიუროს ფინანსები. 1. ნოტარიუსის მიერ სანოტარო მოქმედების შესრულება, აგრეთვე ამ მოქმედებასთან დაკავშირებული სამართლებრივი კონსულტაციისა და ტექნიკური მომსახურების გაწევა ფასიანია, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა. ნოტარიუსისათვის განკუთვნილი საზღაურის ოდენობა, მომსახურების ვადები და საზღაურის გადახდევინების წესი, აგრეთვე საქართველოს ნოტარიუსთა პალატისათვის დადგენილი საფასურის ოდენობა, მომსახურების ვადები და საფასურის გადახდევინების წესი განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით. 2. ნოტარიუსის მიერ სამსახურებრივი საქმიანობიდან მიღებულ შემოსავალს შეადგენს თანხა, რომელიც ნოტარიუსს რჩება სანოტარო ბიუროს შენახვის ხარჯების, კანონით დადგენილი გადასახადებისა და სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა სავალდებულო გადასახდელების გადახდის შემდეგ იმ თანხიდან, რომელიც მან ნოტარიუსისათვის განკუთვნილი საზღაურის სახით მიიღო. ნოტარიუსის შემოსავალს შეიძლება აგრეთვე შეადგენდეს სხვა ფინანსური შენატანები, რომელთა მიღებაც არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას, მათ შორის, ნოტარიუსის მიერ სანოტარო საქმიანობის ამ კანონის მე-11 მუხლის 2-1 პუნქტით გათვალისწინებულ დასახლებაში განხორციელების პერიოდის განმავლობაში საქართველოს ნოტარიუსთა პალატისაგან ფინანსური დახმარების სახით მიღებული შემოსავალი. |