Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 1
საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ article 14 გამომცემლის განსაკუთრებული უფლებები. 1. ენციკლოპედიების, ენციკლოპედიური ლექსიკონების, მეცნიერული ნაშრომების, პერიოდული და ერთმანეთის გამგრძელებელი კრებულების, გაზეთების, ჟურნალებისა და სხვა პერიოდული გამოცემების გამომცემლებს ეკუთვნით ამ გამოცემებში შესულ ნაწარმოებთა გამოყენების განსაკუთრებული უფლება. გამომცემელს უფლება აქვს, ასეთ ნაწარმოებთა ნებისმიერი სახით გამოყენებისას მიუთითოს თავისი სახელი ან მოითხოვოს მისი მითითება. დაუშვებელია გაზეთში, ჟურნალში ან სხვა პერიოდულ გამოცემაში შესული ნაწარმოების გამოყენება სხვა პირის მიერ ამ გაზეთის, ჟურნალის ან პერიოდული გამოცემის გამომცემლის ან ასეთი ნაწარმოების ავტორის თანხმობის გარეშე, გარდა ამ კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა. პრესაში ან მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებაში გამოქვეყნებული ექსკლუზიური მასალის სხვა საინფორმაციო საშუალების მიერ გამოყენების შემთხვევაში აუცილებელია იმ საინფორმაციო საშუალების დამოწმება, რომელშიც ეს მასალა პირველად გამოქვეყნდა. 2. ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნულ გამოცემებში შესულ ნაწარმოებთა ავტორები ინარჩუნებენ თავიანთი ნაწარმოებების გამოყენების განსაკუთრებულ უფლებას, თუ საავტორო ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. საქართველოს 1999 წლის 9 სექტემბრის კანონი №2388 - სსმ I, №43(50), 21.09.1999 წ., მუხ. 223 |