Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 2
სასაქონლო ბირჟებისა და საბირჟო ვაჭრობის შესახებ article 14 საბირჟო ვაჭრობის წესები. 1. საბირჟო ვაჭრობის წესებში განსაზღვრული უნდა იყოს: ა) საბირჟო ვაჭრობის წარმოების წესი; ბ) საბირჟო გარიგების სახეები; გ) საბირჟო გარიგებათა შესაბამისად ანგარიშსწორებისა და საქონლის მიწოდების წესები; დ) საბირჟო რისკების მართვის წესი; ე) საბირჟო საქონლის სტანდარტების დადგენის წესი; ვ) საგარანტიო ფონდების ფორმირების წესი; ზ) ბირჟის სექციების დასახელება; თ) სამომავლო საბირჟო ვაჭრობის შესახებ საბირჟო ვაჭრობის მონაწილეთა ინფორმირების წესი; ი) საბირჟო გარიგებათა რეგისტრაციისა და აღრიცხვის წესი; კ) საბირჟო საქონელზე ფასების კოტირების წესი; ლ) სამომავლო საბირჟო ვაჭრობაზე საბირჟო გარიგებების შესახებ, მათ შორის, საბირჟო გარიგებების ფასებზე და საბირჟო ფასების კოტირების თაობაზე საბირჟო ვაჭრობის მონაწილეთა ინფორმირების წესი; მ) ბირჟებისა და საბაზრო საქონლის კონიუნქტურის შესახებ ბირჟის წევრთა და საბირჟო ვაჭრობის სხვა მონაწილეთა ინფორმირების წესი; ნ) საბირჟო გარიგებების დადებისას ბირჟის წევრთა და საბირჟო ვაჭრობის სხვა მონაწილეთა ურთიერთანგარიშსწორების წესი; |
სასაქონლო ბირჟებისა და საბირჟო ვაჭრობის შესახებ article 14 ო) ბირჟაზე ფასწარმოქმნის პროცესებზე მონიტორინგი, რათა არ იქნეს დაშვებული ხელოვნურად ფასების დონის მკვეთრი დღიური მომატება ან შემცირება, ფასების ჯგუფური შეთანხმებები, განზარახ მომატება ან შემცირება, ფასებზე ზემოქმედების მიზნით ყალბი ხმების გავრცელება: პ) ზომები, რომლებიც საბირჟო ვაჭრობაზე უზრუნველყოფენ წესრიგს და დისციპლინას, აგრეთვე ამ ზომების გამოყენების წესი; ჟ) ზომები, რომლებიც უზრუნველყოფენ ბირჟის წევრთა და საბირჟო ვაჭრობის სხვა მონაწილეთა მიერ საბირჟო საქმიანობასთან დაკავშირებული კანონმდებლობის, ბირჟის სადამფუძნებლო დოკუმენტების, საბირჟო ვაჭრობის წესების, ბირჟის წევრთა საერთო კრებისა და ბირჟის მართვის სხვა ორგანოების გადაწყვეტილებების შესრულებას; რ) იმ დარღვევათა ჩამონათვალი, რომელთათვისაც ბირჟა საბირჟო ვაჭრობის მონაწილეებს აკისრებს ჯარიმებს, აგრეთვე ამ ჯარიმების ოდენობა და ამოღების წესი; ს) გადარიცხვების, ტარიფებისა და სხვა შენატანების ოდენობა და ბირჟის მიერ მათი ამოღების წესი. 2. საბირჟო ვაჭრობის წესებს ამტკიცებს ბირჟის წევრთა საერთო კრება. |