Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 1
ენერგოეფექტურობის შესახებ article 27 ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის ჯარიმის დაკისრებისა და გადახდის წესი. 1. ამ კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის ჯარიმის დაკისრების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს და შესაბამის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმს ადგენს სამინისტრო. 2. დამრღვევმა ამ კანონის 26-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა უნდა გადაიხადოს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში, დაჯარიმების შესახებ დადგენილების მისთვის ჩაბარებიდან 30 დღის ვადაში. 3. დაკისრებული ჯარიმის ამ მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილ ვადაში გადაუხდელობის შემთხვევაში დამრღვევს დაეკისრება საურავი დაჯარიმების შესახებ გადაწყვეტილებით განსაზღვრული ჯარიმის თანხის 0,01%-ის ოდენობით. ჯარიმისა და საურავის საურავის დაკისრებიდან 1 თვის ვადაში გადაუხდელობის შემთხვევაში ამ გადაწყვეტილებით განსაზღვრული ჯარიმა და საურავი დაუყოვნებლივ მიექცევა აღსასრულებლად. 4. ამ კანონით (გარდა ამ კანონის 26-ე მუხლის პირველი და მე-5 პუნქტებისა) გათვალისწინებული ჯარიმის გადახდა პირს არ ათავისუფლებს დარღვევის გამოსწორების ვალდებულებისგან. დარღვევის 6 თვის ვადაში გამოუსწორებლობის შემთხვევაში პირი დაჯარიმდება ჯარიმის თანხის სამმაგი ოდენობით. |