FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 4

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ

article  37

გარდამავალი დებულებები.
1. 2021 წლის 1 იანვრამდე:
    ა) საქართველოს მთავრობამ უზრუნველყოს 2021−2035 წლების ერთიანი სტრატეგიისა და წლიური სამოქმედო გეგმის შემუშავება და დამტკიცება, შესაბამისი ორგანოების/დაწესებულებების მიერ განსახორციელებელი ღონისძიებებისა და შესრულების ვადების მითითებით;
    ბ) საქართველოს მთავრობამ უზრუნველყოს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის“ იმპლემენტაციისათვის პასუხისმგებელი უწყებათაშორისი საკოორდინაციო კომიტეტის შექმნა;
    გ) საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ უზრუნველყოს სპეციალური მოსარჩელის სტატუსის მისაღებად/გასაგრძელებლად შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის მიზნით სამოქალაქო ან/და ადმინისტრაციული სამართალწარმოების სფეროში საქმიანობის დამადასტურებელი დოკუმენტაციის ფორმისა და წარდგენის წესების დამტკიცება;
    დ) საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ უზრუნველყოს სურდოთარჯიმნების სერტიფიცირების პროგრამის შემუშავება და დამტკიცება.
2. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ:
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ

article  37

ა) 2023 წლის 1 იანვრამდე უზრუნველყოს შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსის დადგენის მექანიზმის ბიოფსიქოსოციალური მოდელის დანერგვასთან დაკავშირებით განსახორციელებელი ღონისძიებების გეგმის დამტკიცება;
    ბ) 2024 წლის 1 იანვრამდე უზრუნველყოს პერსონალური ასისტენტის სერვისის მართვის სტანდარტებისა და წესების, მათ შორის, პერსონალური ასისტენტის შერჩევის კრიტერიუმების, დამტკიცება.
3. ამ კანონის III თავით განსაზღვრულმა ორგანოებმა/დაწესებულებებმა:
    ა) 2021 წლის 1 აპრილამდე უზრუნველყონ ამ კანონითა და ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული 2021−2035 წლების ერთიანი სტრატეგიით გათვალისწინებული ვალდებულებების შესასრულებლად შესაბამისი მუხლებით გათვალისწინებული წლიური სამოქმედო გეგმების შემუშავება და დამტკიცება მათთვის სავალდებულოდ განსახორციელებელი ღონისძიებებისა და შესრულების ვადების მითითებით;
    ბ) ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული 2021−2035 წლების ერთიანი სტრატეგიის შესაბამისად, განახორციელონ ყველა საჭირო ღონისძიება 2021 წლის 1 იანვრიდან 2035 წლის 31 დეკემბრამდე პერიოდში შესაბამისი ვალდებულებების შესრულებისა და ამ კანონის სრულად ამოქმედების უზრუნველსაყოფად;
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ

article  37

გ) 2035 წლის 31 დეკემბრამდე ეტაპობრივად განახორციელონ ამ კანონის გამოქვეყნებამდე არსებული შენობა-ნაგებობებისა და სხვა სახის ინფრასტრუქტურის, აგრეთვე არსებული სერვისების უნივერსალური დიზაინის შესაბამისად ადაპტირება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის სრული ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად, ხოლო იმ შემთხვევაში, როდესაც შენობის ადაპტირება შეუძლებელია ობიექტური ტექნიკური მიზეზების გამო, რაც უნდა დასტურდებოდეს სათანადო საექსპერტო დასკვნით, ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ გეგმაში დამატებით გაითვალისწინონ მოქმედების ალტერნატიული საშუალებები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის სრული ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად.
4. ამ მუხლის მე-3 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ვალდებულება არ ვრცელდება ამ კანონის 36-ე მუხლით განსაზღვრულ იმ კერძო სამართლის სუბიექტის საკუთრებაში/სარგებლობაში არსებულ შენობა-ნაგებობასა და სხვა სახის ინფრასტრუქტურაზე, რომლის საქმიანობის საგანსაც სერვისების მიწოდება არ განეკუთვნება.
5. მუნიციპალიტეტის ორგანოებმა:
    ა) 2025 წლის 1 იანვრამდე უზრუნველყონ პერსონალური ასისტენტის სერვისის პროგრამული გაწერა, სერვისის მოცულობის განსაზღვრა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის მისი მიწოდების წესების შემუშავება;
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ

article  37

ბ) 2025 წლის 1 იანვრიდან უზრუნველყონ პერსონალური ასისტენტის სერვისის მიწოდება.
6. ამ კანონის გამოქვეყნების მომენტიდან შენობა-ნაგებობების პროექტირება და მშენებლობა განხორციელდეს საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსისა და მის საფუძველზე დამტკიცებული სამართლებრივი აქტების მოთხოვნათა შესაბამისად.