Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 7
ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ article 2 ო) კვალიფიციური ელექტრონული შტამპი – განვითარებული ელექტრონული შტამპი, რომელიც კვალიფიციური ელექტრონული შტამპის შექმნის საშუალების გამოყენებით, კვალიფიციური ელექტრონული შტამპის სერტიფიკატის საფუძველზეა შესრულებული; პ) კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერის/კვალიფიციური ელექტრონული შტამპის შექმნის საშუალება – ელექტრონული ხელმოწერის/ელექტრონული შტამპის შექმნის საშუალება, რომელიც აკმაყოფილებს შემდეგ მოთხოვნებს: პ.ა) ელექტრონული ხელმოწერის/ელექტრონული შტამპის შექმნისას გამოყენებული ელექტრონული ხელმოწერის/ელექტრონული შტამპის შექმნის მონაცემები კონფიდენციალურია. ხელმომწერს/შტამპის დამსმელს უფლება აქვს, ელექტრონული ხელმოწერის/ელექტრონული შტამპის მონაცემების მართვის უფლება გადასცეს კვალიფიციური სანდო მომსახურების მიმწოდებელს, რომელიც უფლებამოსილია ამ მონაცემების დუბლირება მხოლოდ მათი სარეზერვო ასლის შესაქმნელად მოახდინოს. კვალიფიციური სანდო მომსახურების მიმწოდებლის მიერ ელექტრონული ხელმოწერის/ელექტრონული შტამპის შექმნის მონაცემების მართვის, აგრეთვე ამ მონაცემების სარეზერვო ასლის შექმნის წესი განისაზღვრება საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული კვალიფიციური სანდო მომსახურების მიმწოდებლისთვის სავალდებულო ტექნიკური რეგლამენტით (შემდგომ – ტექნიკური რეგლამენტი); |
ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ article 2 პ.ბ) ელექტრონული ხელმოწერის/ელექტრონული შტამპის შექმნისას გამოყენებული ელექტრონული ხელმოწერის/ელექტრონული შტამპის შექმნის მონაცემები უნიკალურია; პ.გ) ელექტრონული ხელმოწერის/ელექტრონული შტამპის შექმნისას გამოყენებული ელექტრონული ხელმოწერის/ელექტრონული შტამპის შექმნის მონაცემების გონივრულ ფარგლებში გამოყვანა შეუძლებელია და ელექტრონული ხელმოწერა/ელექტრონული შტამპი არსებული ტექნოლოგიების გამოყენებით საიმედოდაა დაცული გაყალბებისაგან; პ.დ) კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერის/კვალიფიციური ელექტრონული შტამპის შექმნის საშუალებამ არ უნდა შეცვალოს ხელმოსაწერი/შტამპდასასმელი მონაცემები და ხელი არ უნდა შეუშალოს მონაცემების ხელმომწერთან/შტამპის დამსმელთან ხელმოწერამდე/შტამპის დასმამდე წარდგენას; პ.ე) დაკმაყოფილებულია ტექნიკური რეგლამენტით განსაზღვრული სხვა პირობები; ჟ) კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერის/კვალიფიციური ელექტრონული შტამპის სერტიფიკატი – ელექტრონული ხელმოწერის/ელექტრონული შტამპის სერტიფიკატი, რომელსაც გასცემს კვალიფიციური სანდო მომსახურების მიმწოდებელი და რომელიც აკმაყოფილებს ამ კანონის მე-6 მუხლის მოთხოვნებს; |
ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ article 2 რ) დროის აღნიშვნა – ელექტრონულ მონაცემთა ერთობლიობა, რომელიც ელექტრონულ დოკუმენტს კონკრეტულ დროსთან აკავშირებს და მითითებულ დროს ელექტრონული დოკუმენტის არსებობის დასადასტურებლად გამოიყენება; ს) დროის კვალიფიციური აღნიშვნა – კვალიფიციური სანდო მომსახურების მიმწოდებლის მიერ გაცემული დროის აღნიშვნა, რომელიც აკმაყოფილებს ამ კანონის მე-7 მუხლის მოთხოვნებს; ტ) სანდო მომსახურება – ელექტრონული მომსახურება, რომლის მიზანია ელექტრონული ხელმოწერის/ელექტრონული შტამპის ან დროის აღნიშვნის შექმნა, შემოწმება, ნამდვილობის დადგენა ან/და შენახვა; უ) კვალიფიციური სანდო მომსახურება – სანდო მომსახურება, რომლის მიზანია კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერის/კვალიფიციური ელექტრონული შტამპის ან დროის კვალიფიციური აღნიშვნის და მათთან დაკავშირებული კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერის/კვალიფიციური ელექტრონული შტამპის სერტიფიკატის შექმნა, შემოწმება, ნამდვილობის დადგენა ან/და შენახვა; ფ) კვალიფიციური სანდო მომსახურების მიმწოდებელი – პირი, რომელიც ავტორიზებულია ამ კანონის შესაბამისად და ახორციელებს ამ კანონით გათვალისწინებული ერთი ან ერთზე მეტი კვალიფიციური სანდო მომსახურების მიწოდებას; |
ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ article 2 ქ) შინაგანაწესი – კვალიფიციური სანდო მომსახურების მიმწოდებლისათვის შესასრულებლად სავალდებულო საჯარო განაცხადი მის მიერ მომსახურების მიწოდების წესის შესახებ; ღ) მტკიცე რწმუნება – ობიექტური გარემოებების, ფაქტების ან/და ინფორმაციის ერთობლიობა, რომელიც იძლევა საკმარის საფუძველს იმაში დასარწმუნებლად, რომ განვითარებული ელექტრონული ხელმოწერის შექმნის მონაცემები გამოიყენება ხელმომწერის ერთპიროვნული კონტროლით, ხოლო განვითარებული ელექტრონული შტამპის შექმნის მონაცემები – იურიდიული პირის კონტროლით. |
ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ article 2 ტერმინთა განმარტება. ამ კანონში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა: ა) ელექტრონული დოკუმენტი – ელექტრონული ფორმით შენახული ტექსტობრივი, ხმოვანი, ვიზუალური ან აუდიოვიზუალური ინფორმაციის ან/და მონაცემთა ერთობლიობა; ბ) მატერიალური დოკუმენტი – ქაღალდის ან სხვა მატერიალური ფორმით წარდგენილი ინფორმაციის ან/და მონაცემთა ერთობლიობა; გ) ხელმომწერი – ფიზიკური პირი, რომელიც ამ კანონის მოთხოვნათა შესაბამისად ელექტრონულ დოკუმენტს ელექტრონულად აწერს ხელს; დ) შტამპის დამსმელი – იურიდიული პირი, რომელიც ელექტრონულ დოკუმენტზე ელექტრონულ შტამპს ქმნის. ამ კანონის მიზნებისათვის „იურიდიული პირი“ გულისხმობს აგრეთვე ადმინისტრაციულ ორგანოს, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობას, არარეგისტრირებულ კავშირს, ამხანაგობას; ე) ელექტრონული ხელმოწერა – ელექტრონულ მონაცემთა ერთობლიობა, რომელიც დაერთვის ან ლოგიკურად უკავშირდება ელექტრონულ დოკუმენტს და ელექტრონული დოკუმენტის ხელმოსაწერად გამოიყენება; ვ) ელექტრონული შტამპი – ელექტრონულ მონაცემთა ერთობლიობა, რომელიც დაერთვის ან ლოგიკურად უკავშირდება ელექტრონულ დოკუმენტს და ელექტრონული დოკუმენტის მთლიანობისა და წარმომავლობის სისწორის დასადასტურებლად გამოიყენება; |
ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ article 2 ზ) ელექტრონული ხელმოწერის/ელექტრონული შტამპის შემოწმების მონაცემები – მონაცემები, რომლებიც ელექტრონული ხელმოწერის/ელექტრონული შტამპის შესამოწმებლად გამოიყენება; თ) ელექტრონული ხელმოწერის/ელექტრონული შტამპის შექმნის მონაცემები – უნიკალური მონაცემები, რომლებსაც ხელმომწერი/შტამპის დამსმელი ელექტრონული ხელმოწერის/ელექტრონული შტამპის შესაქმნელად იყენებს; ი) ელექტრონული ხელმოწერის/ელექტრონული შტამპის შექმნის საშუალება – პროგრამული ან/და აპარატული უზრუნველყოფის საშუალებების ერთობლიობა, რომელიც ელექტრონული ხელმოწერის/ელექტრონული შტამპის შესაქმნელად გამოიყენება; კ) ელექტრონული ხელმოწერის/ელექტრონული შტამპის სერტიფიკატი – უნიკალური ელექტრონული დოკუმენტი, რომელიც ელექტრონული ხელმოწერის/ელექტრონული შტამპის შემოწმების მონაცემებს ხელმომწერთან/შტამპის დამსმელთან აკავშირებს და შეიცავს სულ მცირე ხელმომწერის სახელს ან/და ფსევდონიმს/შტამპის დამსმელის სრულ სახელწოდებასა და საიდენტიფიკაციო კოდს (ასეთი კოდის არსებობის შემთხვევაში); ლ) განვითარებული ელექტრონული ხელმოწერა – ელექტრონული ხელმოწერა, რომელიც აკმაყოფილებს შემდეგ მოთხოვნებს: ლ.ა) იგი მხოლოდ ხელმომწერთანაა დაკავშირებული; ლ.ბ) მისი მეშვეობით ხელმომწერის დადგენაა შესაძლებელი; |
ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ article 2 ლ.გ) იგი შექმნილია ელექტრონული ხელმოწერის შექმნის იმ მონაცემების საშუალებით, რომელთა გამოყენებაც ხელმომწერს, მტკიცე რწმუნებით, ერთპიროვნული კონტროლით შეუძლია; ლ.დ) იგი ხელმოწერილ მონაცემებთან ისეა დაკავშირებული, რომ მათი შემდგომი ცვლილების აღმოჩენის შესაძლებლობას იძლევა; მ) კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერა – განვითარებული ელექტრონული ხელმოწერა, რომელიც კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერის შექმნის საშუალების გამოყენებით, კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერის სერტიფიკატის საფუძველზეა შესრულებული; ნ) განვითარებული ელექტრონული შტამპი – ელექტრონული შტამპი, რომელიც აკმაყოფილებს შემდეგ მოთხოვნებს: ნ.ა) იგი მხოლოდ შტამპის დამსმელთანაა დაკავშირებული; ნ.ბ) მისი მეშვეობით შტამპის დამსმელის დადგენაა შესაძლებელი; ნ.გ) იგი შექმნილია ელექტრონული შტამპის შექმნის იმ მონაცემების საშუალებით, რომელთა გამოყენებაც შტამპის დამსმელს, მტკიცე რწმუნებით, საკუთარი კონტროლით შეუძლია; ნ.დ) იგი შტამპდასმულ მონაცემებთან ისეა დაკავშირებული, რომ მათი შემდგომი ცვლილების აღმოჩენის შესაძლებლობას იძლევა; |