FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 4

უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტი

article  8

კანონის აღსრულება და სანქცია.
1. პირი, რომელიც:
    ა) განზრახ დაარღვევს ამ კანონის რომელიმე ნორმას (მუხლს, პუნქტს ან ქვეპუნქტს);
    ბ) ნებისმიერ რეგისტრაციის განცხადებაში, დამატებით დოკუმენტში ან ნებისმიერ სხვა დოკუმენტში, რომელსაც ანტიკორუფციულ ბიუროს წარუდგენს ან მიაწვდის ამ კანონის შესაბამისად, განზრახ შეიტანს არსებითი ფაქტის შესახებ მცდარ ინფორმაციას ან განზრახ გამოტოვებს ნებისმიერ ფაქტს ან არ წარადგენს იმ დოკუმენტების ასლებს, რომლებიც მასში მითითებული უნდა იყოს, − ისჯება ჯარიმით არაუმეტეს 10 000 ლარის ოდენობით ან/და თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთ წლამდე. ამ კანონის მე-4 მუხლის მე-2, მე-4 ან მე-5 პუნქტით გათვალისწინებული ნორმის დარღვევისთვის ან ამ მუხლის მე-6 ან მე-7 პუნქტის დარღვევისთვის პირი ისჯება ჯარიმით არაუმეტეს 5 000 ლარის ოდენობით ან/და თავისუფლების აღკვეთით ვადით არაუმეტეს ექვსი თვისა.
2. უცხოური პრინციპალის აგენტის მიერ ამ კანონით გათვალისწინებული ნებისმიერი პროცედურის საზღვარგარეთ განხორციელებისას უცხოური პრინციპალის აგენტის მიერ უცხოური პრინციპალის ვინაობის გამჟღავნება ნებადართულია, მაგრამ აუცილებელი არ არის.
უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტი

article  8

5. თუ, ანტიკორუფციული ბიუროს უფროსის აზრით, პირი ჩართულია ან აპირებს ჩაერთოს ნებისმიერ ქმედებაში, რომელიც არღვევს ამ კანონის რომელიმე ნორმას ან ამ კანონის საფუძველზე დაწესებულ რეგულაციას, ან თუ უცხოური პრინციპალის აგენტი არ ასრულებს ამავე კანონით გათვალისწინებულ რეგულაციას, ანტიკორუფციული ბიუროს უფროსს შეუძლია მიმართოს საქართველოს შესაბამის სასამართლოს. სასამართლო ამ პირს დაავალდებულებს, შეწყვიტოს აღნიშნული ქმედება ან უცხოური პრინციპალის აგენტის სტატუსით მოქმედება, ან მოითხოვს ამ კანონის ან ამ კანონით გათვალისწინებული ნებისმიერი შესაბამისი რეგულაციის შესრულებას. რაიონულ (საქალაქო) სასამართლოს აქვს იურისდიქცია და უფლებამოსილება, გამოიტანოს ისეთი დროებითი ან მუდმივი განჩინება ან გადაწყვეტილება, რომელსაც იგი სათანადოდ მიიჩნევს.
უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტი

article  8

6. თუ ანტიკორუფციული ბიუროს უფროსი დაადგენს, რომ რეგისტრაციის განცხადება არ შეესაბამება ამ კანონის მოთხოვნებს ან ამ კანონით დაწესებულ რეგულაციებს, იგი ამის შესახებ წერილობით აცნობებს განმცხადებელს და მას რეგისტრაციის განცხადების ხარვეზზე მიუთითებს. პირის მიერ უცხოური პრინციპალის აგენტის სტატუსით მოქმედება უკანონოდ ჩაითვლება შესაბამისი შეტყობინების მიღების დღიდან 10 დღის ან 10 დღეზე მეტი დროის გასვლის შემდეგ, იმის მიუხედავად, წარდგენილი იქნება თუ არა შესწორებული რეგისტრაციის განცხადება, რომელიც ამ კანონის მოთხოვნებს სრულად შეესაბამება, და შესრულებული იქნება თუ არა რეგულაციები.
7. უკანონოა უცხოური პრინციპალის აგენტის უცხოურ პრინციპალთან დადებული ისეთი ხელშეკრულების ან შეთანხმების მხარედ დაფიქსირება (მიუხედავად იმისა, ეს ღიად არის გამოხატული თუ ნაგულისხმებია), რომლის თანახმად, უცხოური პრინციპალის აგენტის ანაზღაურების, ხელფასის ან სხვა სახის მატერიალური სიკეთის ოდენობა ან მისი მიღება სრულად ან ნაწილობრივ დამოკიდებული იქნება მის მიერ განხორციელებული პოლიტიკური საქმიანობის წარმატებაზე.
უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტი

article  8

3. თუ უცხოელს მსჯავრი დაედება ამ კანონის რომელიმე ნორმის დარღვევისთვის ან გამოაშკარავდება მისი მცდელობა, დაარღვიოს ამ კანონით გათვალისწინებული რეგულაცია, იგი გაძევებული იქნება საქართველოდან საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
4. იმ რეგისტრაციის განცხადების ან დამატებითი დოკუმენტების წარუდგენლობა, რომელიც/რომლებიც გათვალისწინებულია ამ კანონის მე-2 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით, ითვლება დენად დანაშაულად მანამ, სანამ იარსებებს, იმის მიუხედავად, ეწინააღმდეგება თუ არა სხვა კანონს, და მასზე არ ვრცელდება ხანდაზმულობა.