Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 3
მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ article 69 გარდამავალი დებულებები. 1. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა − საზღვაო ტრანსპორტის სააგენტომ ამ კანონის ამოქმედებიდან 6 თვის ვადაში უზრუნველყოს : ა) კომპეტენციისა და კვალიფიკაციის სერტიფიკატ ებ ის მიღებისა და მათი განახლებისათვის საჭირო გამოცდების შინაარსის, ხანგრძლივობისა და ფორმის, ასევე შეფასების კრიტერიუმ ებ ის განსაზღვრა ; ბ) (ამოღებულია - 14.11.2014, №2790) ; 2. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა − საზღვაო ტრანსპორტის სააგენტომ ამ კანონის ამოქმედებიდან 1 წლის ვადაში უზრუნველყოს სხვა ქვეყნის მეზღვაურებისათვის, რომლებსაც სურთ , საქართველოში მიიღონ დადასტურების სერტიფიკატი, საქართველოს საზღვაო კანონმდებლობის ცოდნის მოცულობის განსაზღვრა. 3. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა − საზღვაო ტრანსპორტის სააგენტომ ამ კანონის ამოქმედებიდან 6 თვის ვადაში უზრუნველყოს ამ კანონით განსაზღვრული ყველა სხვა კანონქვემდებარე აქტის პროექტის მომზადება ან/და დამტკიცება. |
მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ article 69 4. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა − საზღვაო ტრანსპორტის სააგენტომ უზრუნველყოს 2010 წლამდე გაცემული, ამ კანონის 25-ე და 26-ე მუხლებით გათვალისწინებული სერტიფიკატებისა და სტანდარტების STCW-ის კოდექსით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შედარება და , საჭიროების შემთხვევაში, შეუსაბამოს ისინი STCW-ის კოდექსით განსაზღვრულ მოთხოვნებს . 5. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი − საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო უფლებამოსილია დაამტკიცოს კომპეტენციისა და კვალიფიკაციის მოთხოვნები და შესაბამისი სერტიფიკატების გაცემის წესი იმ მეზღვაურებისათვის, რომლებიც არ შედიან ამ კანონის რეგულირების სფეროში. 6. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა − საზღვაო ტრანსპორტის სააგენტომ უზრუნველყოს შესაბამისი სამართლებრივი და ორგანიზაციული ღონისძიებების განხორციელება, რათა 2017 წლის 1 იანვრიდან, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ხელმისაწვდომი იყოს ინფორმაცია გაცემული სერტიფიკატების შესახებ. |
მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ article 69 8. 2022 წლის 1 დეკემბრამდე საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა − საზღვაო ტრანსპორტის სააგენტომ უზრუნველყოს მოწვეულ ექსპერტთა შერჩევისა და საქმიანობის წესისა და მათი ანაზღაურების პირობების დამტკიცება. |