FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 4

საგზაო მოძრაობის შესახებ

article  59

6. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „გ“, „დ“ და „დ-1“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული საფუძვლებით სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების შეჩერებიდან მართვის უფლების საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აღდგენამდე პირი, რომელსაც მართვის უფლება შეჩერებული აქვს, მართვის უფლების არმქონედ მიიჩნევა, გარდა ამ კანონის 54-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.
საგზაო მოძრაობის შესახებ

article  59

სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების შეჩერების, ჩამორთმევისა და შეწყვეტის (გაუქმების) საფუძვლები.
1. ამ კანონის 54-ე მუხლით განსაზღვრული კატეგორიებისა და ქვეკატეგორიების სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლების შეჩერების საფუძველია:
    ა) პირის ჯანმრთელობის მდგომარეობის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სატრანსპორტო საშუალების მართვისათვის საჭირო ჯანმრთელობის მდგომარეობის მოთხოვნებთან შეუსაბამობა;
    ბ) სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი წესით შეჩერება;
    გ) პირისათვის მინიჭებული „AM“, „A“, „B“, „C“, „D“, „BE“, „CE“, „DE“, „T“, „S“ კატეგორიის/„A1“, „A2“, „B1“, „C1“, „D1“, „C1E“, „D1E“ ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლებისათვის მართვის მოწმობის მოქმედების ვადის ამოწურვა (მხოლოდ ამ კატეგორიის ან/და ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალებისათვის);
    დ) მართვის მოწმობის მოქმედების ვადის ამოწურვა; დ-1) მართვის მოწმობისთვის მინიჭებული ქულების რაოდენობის კალენდარული წლის განმავლობაში, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ამოწურვა;
    ე) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სხვა გარემოებების არსებობა.
2. ამ კანონის 54-ე მუხლით განსაზღვრული კატეგორიებისა და ქვეკატეგორიების სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლების ჩამორთმევის საფუძველია:
საგზაო მოძრაობის შესახებ

article  59

ა) სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით დადგენილი წესით ჩამორთმევა;
    ბ) სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით ჩამორთმევა.
3. ამ კანონის 54-ე მუხლით განსაზღვრული კატეგორიებისა და ქვეკატეგორიების სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლების შეწყვეტის (გაუქმების) საფუძველია:
    ა) უფლებამოსილი ორგანოს (თანამდებობის პირის) მიერ მიღებული გადაწყვეტილება სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების შეწყვეტის (გაუქმების) შესახებ;
    ბ) პირის გარდაცვალება;
    გ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სხვა გარემოებების არსებობა.
4. სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების შეჩერება, ჩამორთმევა და შეწყვეტა (გაუქმება) ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
საგზაო მოძრაობის შესახებ

article  59

5. ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით განსაზღვრული გარემოებების არსებობისას პირს ეკრძალება სატრანსპორტო საშუალების მართვა მართვის უფლების შეჩერების, ჩამორთმევის საფუძვლის აღმოფხვრამდე და მართვის უფლების აღდგენამდე, გარდა ამ კანონის 54-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა. სატრანსპორტო საშუალების შეჩერებული, ჩამორთმეული მართვის უფლების აღდგენა ხდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. 5-1“ ქვეპუნქტით განსაზღვრული საფუძვლით შეუჩერდა, მართვის უფლება აღუდგება მისი შეჩერებიდან 1 კალენდარული წლის გასვლისთანავე ან მართვის უფლება ვადამდე აღუდგება სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები გამოცდის წარმატებით ჩაბარების შემდეგ, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით დადგენილი წესით. პირი მართვის უფლების ვადამდე აღდგენის მიზნით სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღებ გამოცდაზე კალენდარული წლის განმავლობაში მხოლოდ ერთხელ დაიშვება.