FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 2

რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ

article  31

რეგულირებული შეთანხმების ზედამხედველის დადებითი ანგარიშის სასამართლოსთვის წარდგენა და მორატორიუმი.
1. ამ მუხლის მიზნებისთვის, რეგულირებული შეთანხმების ზედამხედველის ანგარიში დადებითია, თუ, რეგულირებული შეთანხმების ზედამხედველის შეფასებით, არსებობს შემდეგი გარემოებები:
    ა) რეგულირებულ შეთანხმებას აქვს დამტკიცებისა და განხორციელების გონივრული პერსპექტივა;
    ბ) მოვალეს აქვს საკმარისი ფულადი სახსრები, რათა საქმიანობა განაგრძოს მორატორიუმის მოქმედების ვადის განმავლობაში.
2. მოვალემ რეგულირებული შეთანხმების ზედამხედველის დადებითი ანგარიშის მიღებიდან 5 დღის ვადაში სასამართლოს რეგულირებული შეთანხმების ზედამხედველის აღნიშნულ ანგარიშთან ერთად უნდა წარუდგინოს რეგულირებული შეთანხმების დადების შესახებ შეთავაზება.
3. მოვალე უფლებამოსილია ამ მუხლით გათვალისწინებული მორატორიუმი გამოიყენოს მხოლოდ რეგულირებული შეთანხმების ზედამხედველის დადებითი ანგარიშის მიღების შემთხვევაში, ამ კანონის 55-ე მუხლის შესაბამისად.
4. სასამართლო რეგულირებული შეთანხმების დადების შესახებ შეთავაზებისა და რეგულირებული შეთანხმების ზედამხედველის დადებითი ანგარიშის მიღებიდან 24 საათში დაადგენს რეგულირებული შეთანხმების დადების შესახებ შეთავაზებისა და რეგულირებული შეთანხმების ზედამხედველის დადებითი ანგარიშის ამ კანონით დადგენილ ფორმალურ მოთხოვნებთან შესაბამისობას და გამოიტანს სათანადო განჩინებას.
რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ

article  31

5. განჩინებაში, რომლითაც დადგენილია რეგულირებული შეთანხმების დადების შესახებ შეთავაზებისა და რეგულირებული შეთანხმების ზედამხედველის დადებითი ანგარიშის ამ კანონით დადგენილ ფორმალურ მოთხოვნებთან შესაბამისობა, სასამართლო მიუთითებს, რომ ამ განჩინების გამოტანიდან 2 თვის განმავლობაში მოვალის მიმართ მოქმედებს მორატორიუმი, თუ ეს გათვალისწინებულია აღნიშნული შეთავაზებით. მორატორიუმის ვადა შეიძლება გააგრძელოს სასამართლომ კრედიტორთა კრების მიერ რეგულირებული შეთანხმების დასადებად მოლაპარაკების ვადის გაგრძელების შემთხვევაში.
6. რეგულირებული შეთანხმების გამოყენების შესახებ განჩინების გამოტანისთანავე ჩერდება რეაბილიტაციის ან გაკოტრების შესახებ განცხადების განხილვა.