FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 3

მეწარმეთა შესახებ

article  208

ინტერესთა კონფლიქტი.
1. სააქციო საზოგადოების ხელმძღვანელი პირი ვალდებულია შესაბამისი ფაქტის შეტყობისთანავე აცნობოს საერთო კრებას ან სააქციო საზოგადოების სამეთვალყურეო საბჭოს, ხოლო მართვის მონისტური სისტემის შემთხვევაში − საერთო კრებას ან სააქციო საზოგადოების ხელმძღვანელ ორგანოს ისეთი დადებული ან დასადები გარიგების შესახებ, რომლის მიმართაც ის დაინტერესებული პირია, აგრეთვე მიუთითოს თავისი დაინტერესების ხასიათი.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ხელმძღვანელი პირი დაინტერესებულ პირად მიიჩნევა, თუ ის ან მასთან დაკავშირებული პირი:
    ა) გარიგების მეორე მხარეა;
    ბ) პირდაპირ ან არაპირდაპირ ფლობს იმ სამეწარმეო საზოგადოების წილთა 50 პროცენტს ან 50 პროცენტზე მეტს, რომელიც გარიგების მეორე მხარეა;
    გ) პირდაპირ ან არაპირდაპირ ფლობს იმ სამეწარმეო საზოგადოების წილთა 50 პროცენტს ან 50 პროცენტზე მეტს, რომლის სულ მცირე 50-პროცენტიანი წილის მესაკუთრე გარიგების მეორე მხარეა;
    დ) არის იმ სამეწარმეო საზოგადოების ხელმძღვანელი პირი ან სამეთვალყურეო საბჭოს წევრი, რომელიც გარიგების მეორე მხარეა;
    ე) გარიგების შედეგად იღებს სარგებელს, რომელიც სამეწარმეო საზოგადოებაში წილის ფლობასთან ან ხელმძღვანელი ორგანოს წევრობასთან დაკავშირებული არ არის;
    ვ) დაინტერესებულ პირად მიიჩნევა წესდების თანახმად.
მეწარმეთა შესახებ

article  208

3. ამ კანონის მიზნებისთვის „დაკავშირებული პირი“ განიმარტება „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.
4. გარიგებას, რომელშიც დაინტერესებული პირი მონაწილეობს, წინასწარ ამტკიცებს სააქციო საზოგადოების სამეთვალყურეო  საბჭო,  ხოლო  მისი არარსებობის შემთხვევაში − საერთო კრება. დაინტერესებულ პირს ეკრძალება შესაბამის საკითხზე ხმის მიცემა სააქციო საზოგადოების ნებისმიერ ორგანოში.
5. თუ სააქციო საზოგადოების სამეთვალყურეო საბჭოს წევრთა უმრავლესობა დაინტერესებული პირია, გარიგებას საერთო კრება ამტკიცებს.
6. იმ გარიგების დამტკიცების შესახებ გადაწყვეტილებაში, რომელშიც დაინტერესებული პირი მონაწილეობდა, მითითებული უნდა იყოს ამ პირის დაინტერესების ხასიათი, მოცულობა და გარიგების სხვა მნიშვნელოვანი პირობები.
7. ამ მუხლის მოთხოვნები არ ვრცელდება იმ სააქციო საზოგადოებაზე, რომელსაც ჰყავს მხოლოდ ერთი პარტნიორი, რომელიც იმავდროულად სააქციო საზოგადოების ხელმძღვანელი პირია, აგრეთვე იმ გარიგებაზე, რომელიც იდება სააქციო საზოგადოებასა და მის 100-პროცენტიან შვილობილ საწარმოს ან 100-პროცენტიან პარტნიორს შორის.
მეწარმეთა შესახებ

article  208

8. თუ ხელშეკრულების დადებისას კონტრაჰენტისთვის ცნობილი იყო ინტერესთა კონფლიქტის არსებობისა და სააქციო საზოგადოების ნებართვის არარსებობის შესახებ, სააქციო საზოგადოებას აქვს ასეთი ხელშეკრულების შეცილების უფლება.
9. ინტერესთა კონფლიქტის წესების დაცვის მოვალეობის დარღვევისას სააქციო საზოგადოებას შეუძლია დამრღვევს მოსთხოვოს მისი დარღვევით სააქციო საზოგადოებისთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურება და შეთანხმებული პირგასამტეხლოს გადახდა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ინტერესთა კონფლიქტის არარსებობისას გარიგება არსებითად იმავე პირობებით დაიდებოდა. სააქციო საზოგადოებას შეუძლია დამრღვევს ზიანის ანაზღაურების სანაცვლოდ მოსთხოვოს საკუთარი ან მესამე პირის სახელით დადებული გარიგებიდან დამრღვევის მიერ მიღებული სარგებლის სააქციო საზოგადოებისთვის გადაცემა ან ამგვარი სარგებლის მიღების უფლების დათმობა.