Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 4
საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ article 20 1. აკრძალულია პირადობის (ბინადრობის) მოწმობის ჩამორთმევა კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, აგრეთვე მოწმობის დატოვება გირაოდ. 2. პირადობისა და საქართველოს მოქალაქეობის დამადასტურებელი დოკუმენტების გაფორმების, მათი რეკვიზიტების შევსების (მათ შორის, კონკრეტული რეკვიზიტის არარსებობის ან დაუდგენლობის შემთხვევაში), ამ დოკუმენტების გაცემის, აგრეთვე უცხოელთა რეგისტრაციისა და პირადობის დადასტურების წესი განისაზღვრება საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით, ხოლო ამ უფლებამოსილებათა ან/და მათ განსახორციელებლად საჭირო ცალკეულ მოქმედებათა საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობის ან საკონსულო დაწესებულების მიერ განხორციელების წესი, ვადები და ფარგლები − ასევე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრისა და საქართველოს იუსტიციის მინისტრის ერთობლივი ბრძანებით. 21. სააგენტოს კომპეტენციისთვის მიკუთვნებული მომსახურების მისაღებად მესამე პირისათვის წარმომადგენლობითი უფლებამოსილების ელექტრონული კომუნიკაციის საშუალებების გამოყენებით მინიჭების წესი და პირობები განისაზღვრება საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით. |
საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ article 20 -9. საქართველოს მოქალაქე და საქართველოში მცხოვრები უცხოელი, რომლებიც არ არიან რეგისტრირებული კანონით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად, ვალდებული არიან გაიარონ რეგისტრაცია არა უგვიანეს 2012 წლის 1 ივლისისა. |
საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ article 20 -10. 1. სააგენტომ უზრუნველყოს პასპორტის, სამგზავრო პასპორტის, სამსახურებრივი სარგებლობის პასპორტისა და სამგზავრო დოკუმენტის ბიომეტრიული მონაცემების შემცველობით გაცემისათვის საჭირო ორგანიზაციულ-ტექნიკური ღონისძიებების განხორციელება. 2. სააგენტომ უზრუნველყოს პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობის გაცემისათვის საჭირო ორგანიზაციულ-ტექნიკური ღონისძიებების განხორციელება. |
საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ article 20 3. ადმინისტრაციული ორგანოების მიერ სააგენტოსა და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტში არსებული მონაცემებით სარგებლობის წესი, აგრეთვე სისხლისსამართლებრივი დევნის და ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განხორციელების მიზნით აღნიშნული მონაცემების გაცემისა და გაცვლის წესი განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით. |