Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 3
ადვოკატთა შესახებ article 26 საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭო. 1. ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელი ორგანოა აღმასრულებელი საბჭო, რომლის სხდომა იმართება სულ მცირე თვეში ერთხელ. 2. აღმასრულებელი საბჭოს წევრისთვის საბჭოს სხდომაზე დასწრება სავალდებულოა. 3. აღმასრულებელი საბჭო შედგება 12 წევრისაგან, რომელთაგან 11 წევრს 4 წლის ვადით ირჩევს საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის საერთო კრება საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის სიითი შემადგენლობიდან, ასოციაციის წესდებით დადგენილი წესით. 4. საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე თანამდებობრივად შედის საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელ საბჭოში. 5. აღმასრულებელი საბჭოს წევრებად არჩეულად ითვლებიან ის კანდიდატები, რომლებიც მიიღებენ სხვა კანდიდატებზე მეტ ხმას. 6. აღმასრულებელი საბჭო უფლებამოსილია, თუ მის სხდომას ესწრება საბჭოს წევრთა ნახევარზე მეტი. გადაწყვეტილება მიიღება დამსწრე წევრთა ხმების უბრალო უმრავლესობით, თუ ამ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია სხდომის თავმჯდომარის ხმა. 7. საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭო: ა) კოლეგიურად ახორციელებს ასოციაციის ხელმძღვანელობას; ბ) სიითი შემადგენლობის უმრავლესობით ამტკიცებს ასოციაციის ბიუჯეტს; გ) ამტკიცებს ადვოკატთა საკვალიფიკაციო კომისიის დებულებას; |
ადვოკატთა შესახებ article 26 დ) ამტკიცებს ადვოკატთა სასწავლო ცენტრის საქმიანობის წესს; ე) განსაზღვრავს ადვოკატთა განგრძობადი სავალდებულო იურიდიული განათლების პროგრამას და მისი განხორციელების წესს. ადვოკატთა განგრძობადი სავალდებულო იურიდიული განათლების პროგრამის აუცილებელი კომპონენტი უნდა იყოს ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართლის, მათ შორის, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლის, სწავლება; ვ) ამტკიცებს ასოციაციის მომდევნო წლის ხარჯთაღრიცხვას; ზ) გამოყოფს სახსრებს ასოციაციის საჭიროებისათვის, ადგენს სამივლინებო და სხვა ადმინისტრაციული ხარჯების ოდენობებს; თ) წელიწადში ერთხელ საჯაროდ აქვეყნებს ანგარიშს გაწეული საქმიანობის შესახებ; ი) არსებული მონაცემების საფუძველზე, ამ კანონით დადგენილი წესით ორგანიზებას უწევს საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრების საერთო სიის შედგენას, მასში ცვლილებების შეტანას და მის გამოქვეყნებას; კ) კოორდინაციას უწევს ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდის ჩატარებას საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, ამტკიცებს ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდის ჩატარების წესს და საგამოცდო პროგრამას, განსაზღვრავს გამოცდის ჩატარების თარიღს; ლ) ორგანიზებას უწევს ადვოკატთა მიერ ფიცის დადებას; |
ადვოკატთა შესახებ article 26 მ) აღასრულებს საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის საერთო კრების, ეთიკის კომისიისა და სარევიზიო კომისიის გადაწყვეტილებებს; ნ) ამტკიცებს ასოციაციის საშტატო განრიგს, ასოციაციის თავმჯდომარისა და სხვა დაქირავებულ პირთა შრომის ანაზღაურების ოდენობებს; ო) ამტკიცებს საადვოკატო საქმიანობის უფლების დამადასტურებელი მოწმობისა და ადვოკატის ორდერის ნიმუშს; პ) ამყარებს საერთაშორისო კავშირებს და ამ ურთიერთობებში არის ასოციაციის წარმომადგენელი; ჟ) აწარმოებს ადვოკატთა და მათ სტაჟიორთა პირად საქმეებს; რ) ორმხრივი თხოვნის საფუძველზე არის ასოციაციის მოდავე წევრების ან წევრებისა და მათი კლიენტების მომრიგებელი; ს) გამოსცემს ადვოკატთა საინფორმაციო ბიულეტენს ან სხვა პერიოდულ გამოცემას; ტ) ასოციაციის თავმჯდომარის მიერ უფლებამოსილებების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში თავისი შემადგენლობიდან ირჩევს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელს თავმჯდომარის უფლებამოსილებების დროებით განსახორციელებლად; ტ-1) „იურიდიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის შესაბამისად ირჩევს იურიდიული დახმარების საბჭოს 3 წევრს; უ) ახორციელებს ამ კანონითა და ასოციაციის წესდებით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს, რომლებიც არ განეკუთვნება ასოციაციის სხვა ორგანოების კომპეტენციას. |