Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 2
თავდაცვის კოდექსი article 167 თავდაცვის სფეროში მოხალისის სტატუსი. 1. თავდაცვის სფეროში მოხალისე (შემდგომ − მოხალისე) შეიძლება იყოს 18 წელს მიღწეული პირი. 2. მოხალისის სტატუსის მინიჭების/შეჩერების/შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებას ქვეყნის თავდაცვისა და უსაფრთხოების ინტერესების პრიორიტეტულობის პრინციპის გათვალისწინებით, მინისტრის მიერ დადგენილი წესით იღებს სამინისტრო. 3. პირს მოხალისის სტატუსი, გარდა ამ მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული გამონაკლისისა, ენიჭება, თუ იგი აკმაყოფილებს ყველა შემდეგ პირობას: ა) იგი არის მოხალისეთა ორგანიზაციის წევრი; ბ) მან გაიარა შესაბამისი მომზადება, რომელსაც განსაზღვრავს ამ კოდექსის 169-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი; გ) იგი დარეგისტრირდა მოხალისეთა რეესტრში და გააფორმა მოხალისეობითი ხელშეკრულება. 4. პირს მოხალისის სტატუსი შეიძლება მიენიჭოს: ა) თუ იგი არის ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანი და აკმაყოფილებს ამ მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ პირობას; ბ) სამინისტროს გადაწყვეტილებით, ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული მოთხოვნის მიუხედავად. 5. პირს მოხალისის სტატუსი უჩერდება: ა) პირადი განცხადების საფუძველზე; ბ) მისთვის მოხალისის სტატუსის შეწყვეტასთან დაკავშირებული წარმოების დაწყების შემთხვევაში; |
თავდაცვის კოდექსი article 167 გ) წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევის შემთხვევაში − იმ ვადით, რომლითაც ამ სამსახურშია გაწვეული. 6. მოხალისის სტატუსის შეჩერების შესახებ გადაწყვეტილება უქმდება, თუ მოხალისის სტატუსის შეწყვეტის თაობაზე გადაწყვეტილება არ იქნება მიღებული. 7. პირს მოხალისის სტატუსი და მოხალისეობითი ხელშეკრულება უწყდება მოხალისეთა რეესტრიდან ამორიცხვისთანავე. 8. მოხალისეთა ორგანიზაციის ლიკვიდაცია/სტატუსის შეჩერება/სტატუსის შეწყვეტა მოხალისის სტატუსის შეწყვეტას არ იწვევს. 9. ამ მუხლის მე-8 ნაწილით გათვალისწინებული რომელიმე პირობის არსებობის შემთხვევაში მოხალისეთა საქმიანობის კოორდინაციასა და მართვას ახორციელებს ამ კოდექსის 169-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული საჯარო სამართლის იურიდიული პირი. |