FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 2

საქართველოს სამოქალაქო კოდექსი

article  680

გამგზავნის უფლებები.
1. გამგზავნი უფლებამოსილია განკარგოს ტვირთი, მოითხოვოს გადაზიდვის შეწყვეტა; მას ასევე შეუძლია მოითხოვოს, რომ გადამზიდველმა არ შეცვალოს მიწოდების ადგილი ან ტვირთი, არ მისცეს იგი სხვა პირს, გარდა იმისა, რომელიც ზედნადებშია აღნიშნული.
2. ეს უფლება ქარწყლდება მაშინვე, როცა ზედნადების მეორე პირი გადაეცემა ტვირთის მიმღებს, ან იგი გამოიყენებს თავის უფლებას 681-ე მუხლის პირველი წინადადების მიხედვით. ამ მომენტიდან გადამზიდველმა უნდა შეასრულოს მიმღების მითითებები.
3. მიმღები განკარგვის უფლებას იძენს ზედნადების გაფორმებისთანავე, თუ გამგზავნმა ზედნადებში გააკეთა შესაბამისი აღნიშვნა.
4. თუ მიმღებმა განკარგვის უფლების განხორციელებისას გასცა მითითება ტვირთის მიწოდების შესახებ მესამე პირისათვის, ეს უკანასკნელი, თავის მხრივ, არ არის უფლებამოსილი დაასახელოს სხვა მიმღები.
5. განკარგვის უფლების განხორციელება უნდა მოხდეს შემდეგი წესების დაცვით:
    ა) გამგზავნმა ან – ამ მუხლის მე-3 ნაწილში დასახელებულ შემთხვევაში – მიმღებმა, თუ მას თავისი განკარგვის უფლების განხორციელება სურს, უნდა წარმოადგინოს ზედნადების პირველი პირი, რომელშიც შეტანილი უნდა იყოს გადამზიდველისათვის მიცემული ახალი მითითებები, და მას აუნაზღაუროს ყველა ის ხარჯი და ზიანი, რომლებიც ამ მითითებათა შესრულების შედეგად წარმოიშვა;
საქართველოს სამოქალაქო კოდექსი

article  680

ბ) მითითებათა შესრულება შესაძლებელი უნდა იყოს იმ მომენტში, როცა ისინი მიუვა იმ პირს, რომელმაც ეს მითითება უნდა შეასრულოს, და არ შეიძლება, რომ იგი ხელს უშლიდეს გადამზიდველის ჩვეულებრივ საწარმოო საქმიანობას, და არც გამგზავნის ან მიმღების სხვა ტვირთს უნდა აყენებდეს ზიანს;
    გ) მითითებებმა არ უნდა გამოიწვიონ ტვირთის დანაწილება.
6. თუ გადამზიდველს ამ მუხლის მე-5 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე არ შეუძლია მიღებული მითითებების შესრულება, ამის შესახებ მან დაუყოვნებლივ უნდა შეატყობინოს იმ პირს, ვინც ეს მითითებები გასცა.
7. გადამზიდველი, რომელიც არ ასრულებს ამ მუხლის მოთხოვნათა დაცვით გაცემულ მითითებებს, ან ასრულებს მათ ზედნადების პირველი პირის მოთხოვნის გარეშე, პასუხს აგებს უფლებამოსილი პირის წინაშე აქედან წარმოშობილი ზიანისათვის.