FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 4

სააღსრულებო წარმოებათა შესახებ

article  40

მოძრავ ქონებაზე ყადაღის დადება.
1. მოძრავ ქონებაზე ყადაღის დადება ნიშნავს მოვალის ქონების აღწერას, მესაკუთრისათვის ქონების განკარგვის – ნებისმიერი ფორმით გასხვისების, დაგირავების, მასზე ქირავნობისა და იჯარის ხელშეკრულებების დადების – აკრძალვის გამოცხადებას ან/და ქონების შესანახავად გადაცემას. აღმასრულებელი ყადაღადადებულ ნივთებს აღნუსხავს ქონების აღწერისა და დაყადაღების აქტში.
11. კომერციული ბანკის ლიკვიდატორი, სპეციალური მმართველი ან საგადახდო მომსახურების პროვაიდერის, მიკრობანკის ლიკვიდატორი უფლებამოსილია ყადაღადადებული ანგარიშები, აგრეთვე ის ანგარიშები, რომლებზედაც წარდგენილია საინკასო დავალება, „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის, „საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონისა და „მიკრობანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად სხვა კომერციულ ბანკში, სხვა საგადახდო მომსახურების პროვაიდერში, სხვა მიკრობანკში ან/და საქართველოს ეროვნულ ბანკში გადაიტანოს. ამ პუნქტის მოქმედება ვრცელდება როგორც აღსრულების ეროვნული ბიუროს, ისე კერძო აღმასრულებლის მიერ დადებულ ყადაღასა და წარდგენილ საინკასო დავალებაზე.
სააღსრულებო წარმოებათა შესახებ

article  40

1​-2. „დემატერიალიზებული ფასიანი ქაღალდების ფლობის შესახებ“ საქართველოს კანონით, „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონით, „საინვესტიციო ფონდების შესახებ“ საქართველოს კანონით, „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონითა და „მიკრობანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში ლიკვიდატორი ან სპეციალური მმართველი უფლებამოსილია ყადაღადადებული ფასიანი ქაღალდების ანგარიშები უცვლელად გადაიტანოს სხვა ანგარიშის მწარმოებელთან ან შესაბამისი უფლებამოსილების მქონე ფინანსურ ინსტიტუტში. ამ პუნქტის მოქმედება ვრცელდება როგორც აღსრულების ეროვნული ბიუროს, ისე კერძო აღმასრულებლის მიერ დადებულ ყადაღაზე.
2. ბათილია ყადაღადადებულ მოძრავ ქონებაზე ყადაღის დადების შემდეგ ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული გარიგება.
სააღსრულებო წარმოებათა შესახებ

article  40

4. აღმასრულებელს ყადაღადადებული ფული დაუყოვნებლივ შეაქვს აღსრულების ეროვნული ბიუროს სადეპოზიტო ანგარიშზე (კერძო აღმასრულებელს – საანგარიშსწორებო (მიმდინარე) ანგარიშზე), ხოლო ყადაღადადებულ ფასიან ქაღალდებსა და ძვირფასეულობას იგი იღებს და ინახავს ამისათვის სპეციალურად გამოყოფილ, დაცულ სათავსში. ეს ეხება სხვა ყადაღადადებულ ნივთებსაც, თუ არსებობს ამ ნივთების ხელყოფის საშიშროება. თუ ყადაღადადებული მოძრავი ნივთები რჩება მოვალესთან ან შესანახად ბარდება სხვა პირს, მაშინ ყადაღის დადება შეიძლება მოხდეს დალუქვით. ყადაღადადებული ქონების მოვალის ან მინდობილი პირის – შემნახველის მიერ ყოველგვარი განკარგვა გამოიწვევს პასუხისმგებლობას საქართველოს სისხლის სამართლის კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით. აღმასრულებელს კრედიტორის მოთხოვნით ან თავისი ინიციატივით, აუცილებლობის შემთხვევაში შეუძლია დალუქოს აღწერილი ნივთები, რასაც აღნიშნავს ქონების აღწერისა და დაყადაღების აქტში.
5. ნაყოფს, რომელიც ჯერ არ არის მოცილებული მიწას, შეიძლება დაედოს ყადაღა მანამ, სანამ არ მომხდარა უძრავ ქონებაზე აღსრულება. ყადაღის დადება არ შეიძლება მოხდეს მოსავლის მოწევამდე ერთი თვით ადრე.
სააღსრულებო წარმოებათა შესახებ

article  40

6. თუ მოვალის ქონებაზე ყადაღის დადებისას მესამე პირი განაცხადებს ამ ქონებაზე თავის უფლებას, იგი მაინც შეიტანება ქონების აღწერისა და დაყადაღების აქტში და კეთდება აღნიშვნა. აღმასრულებელი პირს იმავდროულად განუმარტავს მის უფლებას – მიმართოს სასამართლოს სარჩელით ქონების ყადაღისაგან გათავისუფლების მოთხოვნით. თუ მესამე პირი წარმოადგენს ქონებაზე თავისი საკუთრების უფლების დამადასტურებელ დოკუმენტს, აღმასრულებელი, კრედიტორის თანხმობის შემთხვევაში, უფლებამოსილია ეს ქონება ამორიცხოს ქონების აღწერისა და დაყადაღების აქტიდან.