FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 1

შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ

article  46

უცხო ქვეყანაში მუდმივად მცხოვრები პირების (პირის) მიერ საქართველოში მუდმივად მცხოვრები ბავშვის შვილად აყვანის შესახებ მიმართვა.
1. საქართველოში მუდმივად მცხოვრები ბავშვის შვილად აყვანის მსურველმა უცხო ქვეყანაში მუდმივად მცხოვრებმა პირებმა (პირმა) დადგენილი წესით უნდა მიმართონ (მიმართოს) შესაბამისი მიმღები სახელმწიფოს საერთაშორისო შვილად აყვანის სფეროში კომპეტენტურ ორგანოს.
2. აკრძალულია უცხო ქვეყანაში მუდმივად მცხოვრები პირის მიერ ცენტრალური ორგანოსთვის უშუალოდ მიმართვა ან ნებისმიერი სხვა ქმედება, რომლის მიზანია საქართველოში მუდმივად მცხოვრები ბავშვის შვილად აყვანა.
3. პირის უცხო ქვეყანაში მუდმივად ცხოვრების ფაქტი დგინდება მინისტრის მიერ დადგენილი წესით.