Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 2
სურსათის დანაკარგებისა და მისი ნარჩენების შემცირების და სურსათის შეწირულების შესახებ article 7 სურსათის შეწირულებისა და გადანაწილების წესების მინიმალური სტანდარტი. 1. ჭარბი სურსათის შეწირულება და გადანაწილება ხორციელდება ამ კანონისა და სურსათის შეწირულების, აღდგენისა და გადანაწილების პროცედურების შესაბამისად, სასურსათო დაუცველობისა და არასრულფასოვანი კვების სოციალური განზომილების გათვალისწინებით. 2. სურსათის მიწოდების ჯაჭვის მონაწილეს უფლება აქვს, სურსათის საქველმოქმედო ორგანიზაციას/სურსათის ბანკს ან უშუალოდ ბენეფიციარს გადასცეს ჭარბი სურსათი შეწირულების სახით, თუ სურსათი ვარგისია ადამიანის მიერ მოხმარებისთვის და აკმაყოფილებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სურსათის უვნებლობის მოთხოვნებს. 3. სურსათის საქველმოქმედო ორგანიზაციას/სურსათის ბანკს უფლება აქვს, მიიღოს ჭარბი სურსათი შეწირულების სახით, აღადგინოს ის და გადაუნაწილოს სხვა სურსათის საქველმოქმედო ორგანიზაციებს/სურსათის ბანკებს ან მიაწოდოს უშუალოდ ბენეფიციარს, თუ სურსათი ვარგისია ადამიანის მიერ მოხმარებისთვის და აკმაყოფილებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სურსათის უვნებლობის მოთხოვნებს. 4. სურსათის შეწირულება შეიძლება განხორციელდეს სურსათის ვარგისობის მინიმალური ვადის − „უმჯობესია გამოყენებულ იქნეს ...-მდე“ − გასვლის შემდეგ, თუ ის აკმაყოფილებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სურსათის უვნებლობის მოთხოვნებს. |
სურსათის დანაკარგებისა და მისი ნარჩენების შემცირების და სურსათის შეწირულების შესახებ article 7 5. სურსათის შეწირულებისა და გადანაწილების სფეროში მოქმედებს შეღავათიანი საგადასახადო რეჟიმი. საქართველოს 2025 წლის 2 აპრილის კანონი №439 - ვებგვერდი, 04.04.2025წ. |