FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 4

ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი

article  68

თბილისის საკრებულოს უფლებამოსილება.
1. თბილისის საკრებულოს უფლებამოსილებას, ამ კანონით გათვალისწინებული მუნიციპალიტეტის საკრებულოს უფლებამოსილების გარდა, აგრეთვე განეკუთვნება:
    ა) თბილისის მთავრობის თანამდებობის პირთა საქმიანობის კონტროლი;
    ბ) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, ამ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში თბილისის მთავრობისთვის სესხის აღებაზე თანხმობის მიცემა;
    გ) საქართველოს დედაქალაქის დადგენილ ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე ბუნებრივი თუ ანთროპოგენური გეოინფორმაციული ერთეულის, თბილისის ადმინისტრაციული ერთეულის, ისტორიულად ჩამოყალიბებული უბნის, გეგმარებითი რაიონის, ამა თუ იმ ზონის, მიკრორაიონის, სხვა ტერიტორიული ერთეულის, მთის, ბორცვის, ხევის, მდინარის, ტბის, წყაროს, მოედნის, პროსპექტის (გამზირის), გზატკეცილის, ქუჩის, შესახვევის, ჩიხის, გასასვლელის, სანაპიროს, ესპლანადის, ბულვარის, ხეივნის, სკვერის, ბაღის, პარკის, ტყე-პარკის, ტყის, საქალაქო სასაფლაოს, პანთეონის, შენობა-ნაგებობის, სატრანსპორტო სისტემის ობიექტის სახელდება;
    დ) თბილისის მთავრობის წარდგინებით, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად საჯარო სამართლის იურიდიული პირის დაფუძნების, რეორგანიზაციისა და ლიკვიდაციის, აგრეთვე მისი დებულების დამტკიცების შესახებ გადაწყვეტილებების მიღება;
ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი

article  68

ე) ამ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში თბილისის მთავრობის წარდგინებით, მუნიციპალიტეტის სახელით დადებული ხელშეკრულების დამტკიცება, აგრეთვე ისეთი გარიგების დადებაზე თანხმობის გაცემა, რომლის ღირებულება აღემატება მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გადასახდელების 5 პროცენტს;
    ვ) თბილისის მთავრობის წარდგინებით მუნიციპალიტეტის ქონების მართვისა და განკარგვის წესების, აგრეთვე 50 პროცენტზე მეტი წილობრივი მონაწილეობით შექმნილი საწარმოს ქონების განკარგვის წესის დადგენა ამ კანონითა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით განსაზღვრული წესით; ვ-1) საქართველოს დედაქალაქის ადმინისტრაციულ საზღვრებში იმ გზების ჩამონათვალის განსაზღვრა, რომლებზედაც ავტობუსები (M2 და M3 კატეგორიები) მხოლოდ ავტობუსების გაჩერების ადგილებზე გაჩერდებიან; ვ-2) საქართველოს დედაქალაქის ადმინისტრაციულ საზღვრებში საერთო სარგებლობის საავტომობილო გზებზე ეკონომიკური საქმიანობის განხორციელების მიზნით სატვირთო ავტომობილით მოძრაობისთვის ან/და სატრანსპორტო საშუალებით პირის მიერ ეკონომიკური საქმიანობის განმახორციელებელი პირისთვის სამეწარმეო საქმიანობისთვის საქონლის მიწოდებისთვის/ტრანსპორტირებისთვის ადგილის ან/და დროის განსაზღვრა;
ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი

article  68

ვ-3) საქართველოს დედაქალაქის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე კულტურული მემკვიდრეობის ობიექტების დათვალიერების მიზნით ტურისტული საქმიანობის განმახორციელებელი ფიზიკური ან იურიდიული პირის მფლობელობაში არსებული ავტობუსის (M2 ან M3 კატეგორიის) ან იმავე საქმიანობის განმახორციელებელი ნებისმიერი სხვა სატრანსპორტო საშუალების მარშრუტების დამტკიცება; ვ-4) სპეციალური რეგულარული გადაყვანის (საქართველოს დედაქალაქის ადმინისტრაციულ საზღვრებში დასაქმებული პირების, მოსწავლეების, სტუდენტების რეგულარული გადაყვანის) განმახორციელებელი ფიზიკური ან იურიდიული პირის მფლობელობაში არსებული ავტობუსის (M2 ან M3 კატეგორიის) მარშრუტების დამტკიცება; ვ-5) საჭიროების შემთხვევაში, სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალების მოძრაობისთვის განკუთვნილ ზოლში შესაბამისი კატეგორიის მსუბუქი ავტომობილის – ტაქსის (M1 კატეგორია) ან/და მოტოციკლის (გარდა სამთვლიანისა) ან/და მოპედის (გარდა სამთვლიანისა) მოძრაობის ან/და მგზავრთა ჩასხდომა/დასხდომა-გადმოსხდომის მიზნით გაჩერების ადგილის ან/და დროის და პირობების განსაზღვრა; ზ) (ამოღებულია - 22.07.2015, №4087);
    თ) (ამოღებულია - 08.07.2015, №3977);
    ი) ამ კანონით დადგენილი წესით თბილისის მთავრობის წევრის თანამდებობაზე დანიშვნაზე თანხმობის მიცემა;
ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი

article  68

კ) ამ კანონის მე-16, მე-17 და 64-ე მუხლებით გათვალისწინებული უფლებამოსილებების განხორციელებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებების მიღება;
    ლ) ამ კანონით, საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებითა და თბილისის საკრებულოს რეგლამენტით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.
2. თუ ეს კანონი ან საქართველოს კანონმდებლობა არ განსაზღვრავს მუნიციპალიტეტის საკუთარი ან დელეგირებული უფლებამოსილების განხორციელებისთვის პასუხისმგებელ მუნიციპალიტეტის ორგანოს, აღნიშნულ უფლებამოსილებას ახორციელებს თბილისის საკრებულო ან თბილისის საკრებულოს დავალებით − თბილისის მერი/თბილისის მთავრობა.
3. თბილისის საკრებულოს ის უფლებამოსილება, რომელიც ამ კანონით ან საქართველოს კანონმდებლობით პირდაპირ განსაზღვრულია, როგორც თბილისის საკრებულოს უფლებამოსილება, არ შეიძლება გადაეცეს სხვა ორგანოს ან თანამდებობის პირს, თუ კანონი უშუალოდ არ ითვალისწინებს მისი გადაცემის შესაძლებლობას.
4. თბილისის საკრებულოზე არ ვრცელდება ამ კანონის 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ე.დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული უფლებამოსილება. საქართველოს 2014 წლის 30 ივლისის ორგანული კანონი №2589 - ვებგვერდი, 11.08.2014წ. საქართველოს 2015 წლის 8 ივლისის ორგანული კანონი №3977 – ვებგვერდი, 20.07.2015წ.