Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 1
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი article 556 მუნიციპალიტეტის (გარდა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტისა) ტერიტორიაზე მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის უნებართვოდ დაკავება ან/და მიწათსარგებლობის უფლების გარეშე სარგებლობა. 1. მუნიციპალიტეტის (გარდა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტისა) ტერიტორიაზე მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის უნებართვოდ დაკავება ან/და მიწათსარგებლობის უფლების გარეშე სარგებლობა − გამოიწვევს პირის გაფრთხილებას. 2. იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით, − გამოიწვევს პირის დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით. 1. თუ სამართალდამრღვევის ვინაობა ვერ დგინდება, უფლებამოსილ ორგანოს უფლება აქვს, მიიღოს ზომები სამართალდარღვევის აღმოფხვრის მიზნით. 2. ამ მუხლის მე-2 ნაწილით დაკისრებული ჯარიმის ამ კოდექსის 290-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულ ვადაში გადაუხდელობის შემთხვევაში სამართალდამრღვევს დაეკისრება საურავი ჩადენილი სამართალდარღვევისათვის აღნიშნული ჯარიმის ოდენობით. საურავის დარიცხვიდან 30 დღის ვადაში ჯარიმისა და საურავის გადაუხდელობის შემთხვევაში სამართალდამრღვევის მიმართ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით განხორციელდება ჯარიმისა და საურავის გადახდის უზრუნველყოფის ღონისძიება. |