Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 1
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი article 1801 სამოქალაქო ცეცხლსასროლი იარაღის დაკარგვა, მისი დაკარგვის შესახებ პოლიციისთვის შეუტყობინებლობა ან პოლიციელის მოთხოვნის შემთხვევაში ამ იარაღის წარდგენაზე უარის თქმა ან მისი წარდგენის შეუძლებლობა. 1. შესაბამისი ნებართვის მქონე პირის მიერ სამოქალაქო ცეცხლსასროლი იარაღის შენახვის, ტარების, გადატანა-გადაზიდვის ან/და გადაგზავნის წესების დარღვევა, რამაც ამ იარაღის დაკარგვა გამოიწვია, ან მის მიერ სამოქალაქო ცეცხლსასროლი იარაღის დაკარგვის შესახებ პოლიციისთვის შეუტყობინებლობა, ან პოლიციელის მოთხოვნის შემთხვევაში ამ პირის მიერ სამოქალაქო ცეცხლსასროლი იარაღის წარდგენაზე უარის თქმა ან მისი წარდგენის შეუძლებლობა – გამოიწვევს დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით. 2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული რომელიმე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის ადმინისტრაციულსახდელდადებული პირის მიერ იმავე ნაწილით განსაზღვრული რომელიმე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენა − გამოიწვევს დაჯარიმებას 4 000 ლარის ოდენობით. 3. ამ მუხლის მე-2 ნაწილით ან ამ ნაწილით გათვალისწინებული რომელიმე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის ადმინისტრაციულსახდელდადებული პირის მიერ ამავე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული რომელიმე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენა − გამოიწვევს იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვას 4 წლის ვადით. 4. შესაბამისი ნებართვის მქონე პირის მიერ ერთდროულად ორი ან ორზე მეტი იარაღის დაკარგვა – გამოიწვევს იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვას 4 წლის ვადით. |