Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 1
სახელმწიფო პენსიის შესახებ article 12 პენსიონერის უფლება-მოვალეობები. 1. პენსიონერს უფლება აქვს: ა) მიიღოს პენსია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით; ბ) მიიღოს სოციალური დახმარებები ან/და სამედიცინო მომსახურება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესებისა და პირობების გათვალისწინებით; გ) ისარგებლოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებებით. 2. პენსიონერი ვალდებულია: ა) აცნობოს კომპეტენტურ ორგანოს იმ გარემოების დადგომის შესახებ, რომელსაც თან სდევს პენსიის გაცემის შეწყვეტა, ამ გარემოების წარმოშობიდან არა უგვიანეს 15 დღისა; ბ) შეასრულოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა მოვალეობები. |