Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 4
ეროვნული საარქივო ფონდისა და ეროვნული არქივის შესახებ article 14 1. ეროვნული საარქივო ფონდის დოკუმენტებს მუდმივად ინახავენ ეროვნული არქივი და მისი ტერიტორიული ორგანოები – რეგიონული და ადგილობრივი არქივები, აგრეთვე აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების შესაბამისი ორგანოები. 2. ეროვნული საარქივო ფონდის დოკუმენტების მუდმივად შენახვის უფლება აქვთ: ა) საჯარო სამართლის იურიდიულ პირს − ილია ჭავჭავაძის სახელობის საქართველოს ეროვნულ ბიბლიოთეკას; ბ) საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის არქივს; გ) საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – კორნელი კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრს; დ) საქართველოს კულტურის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს − საქართველოს ეროვნულ მუზეუმს და სხვა მუზეუმებს, აგრეთვე საჯარო სამართლის იურიდიულ პირს − გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის ეროვნულ კვლევით ცენტრს; დ-1) საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – მინერალური რესურსების ეროვნულ სააგენტოს − სახელმწიფო გეოლოგიური ფონდის დოკუმენტებისა; |
ეროვნული საარქივო ფონდისა და ეროვნული არქივის შესახებ article 14 ე) საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – გარემოს ეროვნულ სააგენტოს − ჰიდრომეტეოროლოგიისა და გარემოს დაბინძურების ეროვნული ფონდის დოკუმენტებისა; ე-1) საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით განსაზღვრულ უფლებამოსილ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს; |
ეროვნული საარქივო ფონდისა და ეროვნული არქივის შესახებ article 14 ვ) საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – საქართველოს სტანდარტების და მეტროლოგიის ეროვნულ სააგენტოს − ეროვნული საინფორმაციო ფონდის დოკუმენტებისა; ზ) კერძო არქივებს, გარდა სახელმწიფო ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის (მუნიციპალიტეტის) ორგანოებისა და დაწესებულებების, თვითმმართველი ერთეულის (მუნიციპალიტეტის) იურიდიული პირების საქმიანობის პროცესში შექმნილი დოკუმენტებისა; თ) საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტოს – ნავთობის, გაზისა და ბუნებრივი წყალბადის სფეროში პირველადი გეოლოგიური, გეოფიზიკური და გეოქიმიური ინფორმაციისა, ამ ინფორმაციის ინტერპრეტაციის შესახებ მონაცემებისა, საწარმოო მონაცემებისა და მათთან დაკავშირებული დოკუმენტებისა. 2 -1. კერძო არქივების მიერ ეროვნული საარქივო ფონდის დოკუმენტების შენახვასა და დაცვაზე კონტროლს ახორციელებს ეროვნული არქივი. კერძო არქივების ფუნქციონირების წესი განისაზღვრება მინისტრის ბრძანებით. |
ეროვნული საარქივო ფონდისა და ეროვნული არქივის შესახებ article 14 3. თუ ამ მუხლის მე-2 პუნქტში აღნიშნული პირი უარს განაცხადებს ეროვნული საარქივო ფონდის დოკუმენტის მუდმივად შენახვაზე, იგი ვალდებულია აღნიშნული დოკუმენტი გადასცეს ეროვნულ არქივს. დოკუმენტის გადაცემის ხარჯებს გაიღებს სახელმწიფო. 4. საზოგადოებრივ ორგანიზაციას, პოლიტიკურ გაერთიანებას, იურიდიულ პირს, განურჩევლად საკუთრების ფორმისა, ასევე ფიზიკურ პირს უფლება აქვს შეინახოს ეროვნული საარქივო ფონდისათვის მიკუთვნებული თავისი დოკუმენტი, თუ იგი უზრუნველყოფს მის დაცვას. 5. ეროვნული საარქივო ფონდის დოკუმენტების შენახვისა და დაცვის პირობებს განსაზღვრავს ეროვნული არქივი და ამტკიცებს მინისტრი ბრძანებით. 6. ამ მუხლის პირველ პუნქტსა და მე-2 პუნქტში (გარდა მე-2 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტისა) ჩამოთვლილ პირებს ეკრძალებათ ეროვნული საარქივო ფონდის დოკუმენტის გასხვისება. 7. ეროვნული საარქივო ფონდის დოკუმენტის პირის გასხვისების წესი და პირობები განისაზღვრება მინისტრის ბრძანებით. საქართველოს 2011 წლის 11 მარტის კანონი №4396 -ვებგვერდი,17.03.2011წ. საქართველოს 2011 წლის 22 მარტის კანონი №4469 -ვებგვერდი,01.04.2011წ. |