FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 2

ნოტარიატის შესახებ

article  241

ნოტარიუსის მიერ შრომითი ხელშეკრულების დადება. 1.  ნოტარიუსმა შეიძლება დადოს შრომითი ხელშეკრულება მეორე ნოტარიუსთან. 2.  შრომითი ხელშეკრულება უნდა წარედგინოს საქართველოს ნოტარიუსთა პალატას. შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე მომუშავე ნოტარიუსი უფლებამოსილია შეასრულოს კანონით განსაზღვრული ყველა სანოტარო მოქმედება, თუ შრომითი ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. 3.  შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე მომუშავე ნოტარიუსი სანოტარო საქმიანობას ახორციელებს იმ ნოტარიუსის სახელით, რომელთანაც დადებული აქვს შრომითი ხელშეკრულება. ამ უკანასკნელს ეკისრება ქონებრივი პასუხისმგებლობა შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე მომუშავე ნოტარიუსის სამსახურებრივი საქმიანობით მიყენებული ზიანისათვის. შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე მომუშავე ნოტარიუსი შესრულებული სანოტარო მოქმედებისათვის პასუხს აგებს ნოტარიუსთა დისციპლინური პასუხისმგებლობის შესახებ დებულებით დადგენილი წესით.
ნოტარიატის შესახებ

article  241

4.  შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე მომუშავე ნოტარიუსის სანოტარო ბიუროს მისამართად განისაზღვრება იმ ნოტარიუსის სანოტარო ბიუროს მისამართი, რომელთანაც მას დადებული აქვს შრომითი ხელშეკრულება. საქართველოს ნოტარიუსთა პალატის თანხმობით შესაძლებელია შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე მომუშავე ნოტარიუსის სანოტარო ბიუროს მისამართად განისაზღვროს სხვა მისამართი. ასეთი თანხმობის გაცემის პირობები განისაზღვრება იუსტიციის მინისტრის ბრძანებით.
5. ერთ ნოტარიუსთან შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე მომუშავე ნოტარიუსების რაოდენობა შეიძლება შეიზღუდოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით.