FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 7

გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსი

article  4

გარემოსდაცვითი შეფასების სფეროში უფლებამოსილი ორგანოები.
1. გარემოსდაცვითი შეფასების სფეროში საქართველოს მთავრობის კომპეტენციას განეკუთვნება:
    ა) გარემოზე ტრანსსასაზღვრო ზემოქმედების შეფასების პროცედურის დაწყების შესახებ გადაწყვეტილების მიღება;
    ბ) სამინისტროს შუამდგომლობის საფუძველზე ტრანსსასაზღვრო ზემოქმედებისადმი დაქვემდებარებულ სახელმწიფოსთან ინფორმაციის გაცვლის ფორმების, შემდგომი კონსულტაციებისა და გარემოზე ტრანსსასაზღვრო ზემოქმედების შეფასების პროცედურის განხორციელების ვადების შესახებ გადაწყვეტილების მიღება;
    გ) სამინისტროს შუამდგომლობის საფუძველზე გზშ-ისგან გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილების მიღება;
    დ) ამ კოდექსის მე-5 მუხლის მე-8 ნაწილით გათვალისწინებულ საკითხზე გადაწყვეტილების მიღება.
2. გარემოსდაცვითი შეფასების სფეროში სამინისტროს კომპეტენციას განეკუთვნება:
    ა) გარემოსდაცვითი შეფასების სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელება;
    ბ) გზშ-ისგან გათავისუფლების შესახებ წინადადების საქართველოს მთავრობისთვის წარდგენა;
გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსი

article  4

გ) გარემოზე ტრანსსასაზღვრო ზემოქმედების შეფასების პროცედურის დაწყების შესახებ, ტრანსსასაზღვრო ზემოქმედებისადმი დაქვემდებარებულ სახელმწიფოსთან ინფორმაციის გაცვლის ფორმების, შემდგომი კონსულტაციებისა და გარემოზე ტრანსსასაზღვრო ზემოქმედების შეფასების პროცედურის განხორციელების ვადების შესახებ წინადადებების საქართველოს მთავრობისთვის წარდგენა;
    დ) ინფორმაციის ხელმისაწვდომობის, საჯარო მმართველობის ეფექტიანობისა და საზოგადოების ჩართულობის მიზნით სამინისტროს კომპეტენციისთვის მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებით მონაცემთა ერთიანი საინფორმაციო ბაზის შექმნა და მასში დაცული ინფორმაციის უსაფრთხოების, საჯაროობისა და ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა.
3. გარემოსდაცვითი შეფასების სფეროში საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს კომპეტენციას განეკუთვნება:
    ა) თავისი კომპეტენციის ფარგლებში სტრატეგიული დოკუმენტის სგშ-ისადმი დაქვემდებარების შესახებ გადაწყვეტილების მიღება;
    ბ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში სგშ-ის პროცესში სკოპინგის განცხადებისა და თანდართული დოკუმენტების განხილვა და სკოპინგის დასკვნის გაცემა;
    გ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში სგშ-ის ანგარიშთან და სტრატეგიულ დოკუმენტთან დაკავშირებით რეკომენდაციების შემუშავება;
გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსი

article  4

ბ) გზშ-ისა და თავისი კომპეტენციის ფარგლებში სგშ-ის პროცესში სკოპინგის დასკვნის გაცემა;
    გ) გზშ-ის ანგარიშის, სგშ-ის ანგარიშისა და სტრატეგიული დოკუმენტის პროექტის განხილვის მიზნით საექსპერტო კომისიის შექმნა;
გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსი

article  4

დ) გზშ-ის ანგარიშისა და თავისი კომპეტენციის ფარგლებში სგშ-ის ანგარიშის განხილვა, გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების გაცემა და სგშ-ის ანგარიშსა და სტრატეგიულ დოკუმენტთან დაკავშირებით რეკომენდაციების გაცემა, აგრეთვე საქმიანობის განხორციელებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების მიღება;
გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსი

article  4

ე) გზშ-ისგან გათავისუფლების შესახებ წინადადების მომზადება და სამინისტროსთვის წარდგენა;
    ვ) გარემოზე ტრანსსასაზღვრო ზემოქმედების შეფასების პროცედურის დაწყების შესახებ, ტრანსსასაზღვრო ზემოქმედებისადმი დაქვემდებარებულ სახელმწიფოსთან ინფორმაციის გაცვლის ფორმების, შემდგომი კონსულტაციებისა და გარემოზე ტრანსსასაზღვრო ზემოქმედების შეფასების პროცედურის განხორციელების ვადების შესახებ წინადადებების მომზადება და სამინისტროსთვის წარდგენა, აგრეთვე შესაბამისი პროცედურების ორგანიზება;
    ზ) ამ კოდექსის 47-ე მუხლის შესაბამისად მიმდინარე საქმიანობის გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილების მიღება;
    თ) (ამოღებულია - 22.022023, №2601);
გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსი

article  4

5. გარემოსდაცვითი შეფასების სფეროში ცენტრის კომპეტენციას განეკუთვნება ამ კოდექსით გათვალისწინებული გადაწყვეტილებების მიღების პროცესში საზოგადოების/დაინტერესებული საზოგადოების მონაწილეობისა და ამ მიზნით შესაბამისი ინფორმაციის ხელმისაწვდომობისა და საჯარო განხილვების ჩატარების უზრუნველყოფა.
გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსი

article  4

დ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში, ინფორმაციის საჯაროობის, გადაწყვეტილების მიღების პროცესში საზოგადოების მონაწილეობისა და გადაწყვეტილებების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა.
4. გარემოსდაცვითი შეფასების სფეროში სააგენტოს კომპეტენციას განეკუთვნება:
    ა) სკრინინგის პროცედურის საფუძველზე გზშ-ისა და თავისი კომპეტენციის ფარგლებში სგშ-ის ჩატარების საჭიროების განსაზღვრა;