Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 6
თამბაქოს კონტროლის შესახებ article 4 თამბაქოს კონტროლის ღონისძიებები და თამბაქოს კონტროლის სფეროს მარეგულირებელი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები. 1. საქართველოს მთავრობა ახორციელებს თამბაქოს კონტროლის გრძელვადიან სახელმწიფო სტრატეგიას და ყოველწლიურ სახელმწიფო პროგრამას. 2. საქართველოს მთავრობის ნორმატიული აქტით განისაზღვრება: ა) საქართველოში სარეალიზაციოდ განკუთვნილი ფილტრიანი და უფილტრო სიგარეტებისგან (გარდა გასახურებელი თამბაქოსი) გამოფრქვეული ნივთიერებების (ნიკოტინი, კუპრი, მხუთავი გაზი) ზღვრულად დასაშვები ნორმები, გაზომვისა და რეგულირების წესები, თამბაქოს კონტროლის სფეროში მოქმედი საერთაშორისო მოთხოვნების გათვალისწინებით; ა-1) საქართველოში სარეალიზაციოდ განკუთვნილი ელექტრონული სიგარეტის ან სხვა მსგავსი მოწყობილობის ნიკოტინის შემცველი მასალის/კარტრიჯის/კაფსულის/კონტეინერის მოცულობა, მასში ნიკოტინის შემცველობის ზღვრულად დასაშვები ნორმები, თამბაქოს კონტროლის სფეროში მოქმედი საერთაშორისო მოთხოვნების გათვალისწინებით; ბ) თამბაქოს ნაწარმზე (კოლოფზე/ბლოკზე, შეფუთვაზე) სამედიცინო გაფრთხილებების (მათ შორის, პიქტოგრამისა და ტექსტობრივი წარწერის) დატანის წესი; გ) საქართველოში სარეალიზაციოდ განკუთვნილი თამბაქოს ნაწარმის და მისი შეფუთვის სტანდარტიზების წესი; დ) თამბაქოს წარმოების ლიცენზირების წესი და პირობები. |
თამბაქოს კონტროლის შესახებ article 4 3. ფილტრიანი და უფილტრო სიგარეტებისგან (გარდა გასახურებელი თამბაქოსი) გამოფრქვეული ნივთიერებების (ნიკოტინი, კუპრი, მხუთავი გაზი) გაზომვა უნდა უზრუნველყოს თამბაქოს აღნიშნული ნაწარმის მწარმოებელმა ან/და იმპორტიორმა საკუთარი ხარჯებით. თამბაქოს აღნიშნული ნაწარმის მწარმოებელმა ან/და იმპორტიორმა უნდა დაადასტუროს გაზომვის სტანდარტების შესაბამისად ჩატარება და ფილტრიანი და უფილტრო სიგარეტების საქართველოს ბაზარზე განთავსებამდე არაუგვიანეს 3 თვისა სამინისტროს უნდა წარუდგინოს ფილტრიანი და უფილტრო სიგარეტებისგან გამოფრქვეული ნივთიერებების გაზომვის სტანდარტების შესაბამისად ჩატარების დამადასტურებელი დოკუმენტები. ამ დოკუმენტების ჩამონათვალი განისაზღვრება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანებით. თამბაქოს ნაწარმის მწარმოებელი ან/და იმპორტიორი უზრუნველყოფს თამბაქოს აღნიშნული ნაწარმის დოკუმენტებში მითითებულ მონაცემებთან შესაბამისობას. ფილტრიანი და უფილტრო სიგარეტების მწარმოებელი ან/და იმპორტიორი ვალდებულია აღნიშნული, განახლებული დოკუმენტები ხელახლა წარადგინოს ფილტრიანი და უფილტრო სიგარეტებისგან გამოფრქვეული ნივთიერებების რაოდენობის ან მათი სხვა პარამეტრის ცვლილების შემთხვევაში. ასეთი ცვლილების შემთხვევაში განახლებული დოკუმენტების წარდგენა ხდება ფილტრიანი და უფილტრო სიგარეტების საქართველოს ბაზარზე განთავსებამდე არაუგვიანეს 3 თვისა. ამასთანავე, თამბაქოს ნაწარმის მწარმოებელმა ან/და იმპორტიორმა სამინისტროს თამბაქოს ნაწარმის (გარდა თამბაქოს ახალი ნაწარმისა და გასახურებელი თამბაქოსი) საქართველოს ბაზარზე განთავსებამდე არაუგვიანეს 3 თვისა უნდა წარუდგინოს ინფორმაცია თამბაქოს ნაწარმის ინგრედიენტების (კერძოდ, ინგრედიენტების ჩამონათვალის, რაოდენობისა და წონის) თაობაზე. თამბაქოს ნაწარმის მწარმოებელი ან/და იმპორტიორი ვალდებულია აღნიშნული, განახლებული ინფორმაცია ხელახლა წარადგინოს ინგრედიენტების რაოდენობის ან სხვა პარამეტრის ცვლილების შემთხვევაში. ასეთი ცვლილების შემთხვევაში განახლებული ინფორმაციის წარდგენა ხდება თამბაქოს ნაწარმის საქართველოს ბაზარზე განთავსებამდე არაუგვიანეს 3 თვისა. |
თამბაქოს კონტროლის შესახებ article 4 31. გასახურებელი თამბაქოს ან თამბაქოს ახალი ნაწარმის მწარმოებელი ან/და იმპორტიორი ვალდებულია სამინისტროს მიაწოდოს შეტყობინება ნებისმიერი იმ ნაწარმის შესახებ, რომლის საქართველოს ბაზარზე განთავსებასაც გეგმავს იგი. შეტყობინება სამინისტროს უნდა მიეწოდოს სამინისტროს მიერ განსაზღვრული ფორმით, შესაბამისი ნაწარმის საქართველოს ბაზარზე განთავსებამდე 3 თვით ადრე. შეტყობინებას უნდა ერთოდეს ამ ნაწარმის დეტალური აღწერა და გამოყენების ინსტრუქცია, აგრეთვე ინფორმაცია აღნიშნული თამბაქოს ნაწარმის ინგრედიენტებისა და მისგან გამოფრქვეული ნივთიერებების შესახებ. |
თამბაქოს კონტროლის შესახებ article 4 32. მოსაწევი თამბაქოს წარმოება (თამბაქოს ნედლეულის გაჩეჩა, დანამვა და სოუსირება, თამბაქოს ნედლეულის შერევა, თამბაქოს დაჭრა, დაჭრილი თამბაქოს თერმული დამუშავება, დაჭრილი თამბაქოს არომატიზება, დაჭრილი თამბაქოს შერევა და მზა პროდუქტის შეფუთვა) და სიგარეტის წარმოება (დაჭრილი თამბაქოს სიგარეტში განთავსება, ფილტრიანი სიგარეტისა და უფილტრო სიგარეტის წარმოება, სიგარეტის კოლოფში შეფუთვა) საჭიროებს თამბაქოს წარმოების ლიცენზიას. თამბაქოს წარმოების ლიცენზიას არ საჭიროებს საქართველოს ტერიტორიაზე თამბაქოს ნაწარმის იმპორტი ან საქართველოს ტერიტორიაზე სხვა სახის თამბაქოს ნაწარმის წარმოება, აგრეთვე ფიზიკური პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე თამბაქოს მოყვანა, პირველადი დამუშავება და დაჭრა. 33. თამბაქოს წარმოების ლიცენზიის მაძიებელზე გაიცემა შესაბამისი ლიცენზია, თუ იგი აკმაყოფილებს საქართველოს მთავრობის ნორმატიული აქტით განსაზღვრულ პირობებს, მათ შორის, თუ თამბაქოს ნაწარმის ხარისხის კონტროლისა და მონიტორინგის განხორციელების მიზნით საწარმო უზრუნველყოფილია საქართველოს მთავრობის ნორმატიული აქტით განსაზღვრული პირობების შესაბამისად აღჭურვილი სათანადო ლაბორატორიით. |
თამბაქოს კონტროლის შესახებ article 4 3-2 პუნქტით გათვალისწინებული თითოეული საქმიანობა და უზრუნველყოს თამბაქოს წარმოების სრული პროცესი. რომელიმე ამ საქმიანობის განუხორციელებლობა შესაბამისი ლიცენზიის პირობების დარღვევად მიიჩნევა და იწვევს მისთვის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული პასუხისმგებლობის დაკისრებას. 3-2 პუნქტით გათვალისწინებული რომელიმე საქმიანობის (გარდა ფიზიკური პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე თამბაქოს მოყვანისა, პირველადი დამუშავებისა და დაჭრისა) თამბაქოს წარმოების ლიცენზიის გარეშე განხორციელება იწვევს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული პასუხისმგებლობის დაკისრებას. 4. ამ კანონით დადგენილი თამბაქოს წარმოების, იმპორტისა და რეალიზაციის აკრძალვის/შეზღუდვის წესები გათვალისწინებული უნდა იქნეს შესაბამისი ლიცენზიით/ნებართვით/ავტორიზაციით განსაზღვრულ საქმიანობის განმახორციელებელ პირთა სალიცენზიო/ სანებართვო/საავტორიზაციო პირობებში. 5. თამბაქოს კონტროლის სფეროში ამ კანონით დადგენილი მოთხოვნების შესრულების შემოწმება არ არის სამეწარმეო საქმიანობის კონტროლი და, შესაბამისად, მასზე არ ვრცელდება „სამეწარმეო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის მოქმედება. |
თამბაქოს კონტროლის შესახებ article 4 6. საჯარო დაწესებულებას, სახელმწიფო მოსამსახურეს და საჯარო მოსამსახურეს ჯანმრთელობის დაცვის სფეროში თამბაქოს კონტროლთან დაკავშირებული გადაწყვეტილების მომზადების, მიღებისა და შესრულების პროცესში თამბაქოს ინდუსტრიაში ჩაბმულ პირებთან ურთიერთობა უნდა ჰქონდეთ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს აუცილებელია მათთვის თამბაქოს წარმოებასთან და თამბაქოს ნაწარმთან დაკავშირებით ეფექტიანი რეგულირების შესაძლებლობის მისაცემად. თამბაქოს ინდუსტრიაში ჩაბმულ პირებთან ურთიერთობის აუცილებლობის შემთხვევაში აღნიშნულმა პირებმა მათთან სახელმწიფოს ურთიერთობა უნდა წარმართონ გამჭვირვალედ, საჯარო განხილვების, ამ ურთიერთობის შესახებ საჯარო შეტყობინებისა და შემუშავებული დოკუმენტების საზოგადოებისთვის გაცნობის საშუალებით. აღნიშნულ ურთიერთობასთან დაკავშირებული საკითხები განისაზღვრება საქართველოს მთავრობის ნორმატიული აქტით. |