Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 3
საქართველოს სარკინიგზო კოდექსი article 14 ბ) ტვირთგამგზავნი (ტვირთმიმღები) – საერთო და არასაერთო სარგებლობის ადგილებში, თუ რკინიგზას არ აკისრია ტვირთის დატვირთვა-გადმოტვირთვის და დახარისხების ვალდებულება. 4. კონტეინერში ტვირთის დატვირთვას, გადმოტვირთვას და დახარისხებას ახორციელებს ტვირთგამგზავნი (ტვირთმიმღები). რკინიგზას უფლება აქვს, ტვირთგამგზავნის (ტვირთმიმღების) თხოვნით, თვითონ უზრუნველყოს ტვირთის დატვირთვა-გადმოტვირთვა და დახარისხება, თუ მას აქვს სათანადო მექანიზმები და სამარჯვები. 5. დაუძლეველი ძალის (ხანძარი, თოვლი, ნამქერი, წყალდიდობა, საომარი მოქმედებები, ეპიდემია და ა.შ.), აგრეთვე გადაზიდვისათვის ხელის შემშლელი სხვა გარემოებების არსებობისას, რკინიგზას უფლება აქვს შეზღუდოს ან შეწყვიტოს ტვირთის დატვირთვა, რის შესახებაც დაუყოვნებლივ წერილობით უნდა შეატყობინოს აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამის ორგანოსა და დანიშნულების რკინიგზის სადგურს, დატვირთვის შეზღუდვის ან შეწყვეტის მოქმედების ვადის მითითებით. 6. ტვირთგამგზავნი ვალდებულია, რკინიგზის სადგურის უფროსის შესაბამისი წერილობითი მოთხოვნისთანავე შეწყვიტოს გადასაზიდად ტვირთის წარდგენა ან შეზღუდოს დატვირთვა აკრძალული მიმართულებებით. |
საქართველოს სარკინიგზო კოდექსი article 14 7. ტვირთის დატვირთვის შეზღუდვის ან შეწყვეტის გამო წარმოშობილი უკმარტვირთის შევსება ხორციელდება „რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების“ შესაბამისად. 8. ვაგონში (კონტეინერში) ტვირთის დატვირთვა ხორციელდება დატვირთვის ტექნიკური ნორმების შესაბამისად, მაგრამ მისი მასა არ უნდა აღემატებოდეს ვაგონის (კონტეინერის) დასაშვებ ტვირთამწეობას. 9. ვაგონსა (მათ შორის, ღია მოძრავ შემადგენლობაში) და კონტეინერში ტვირთის განლაგება და დამაგრება ხდება ტექნიკური მოთხოვნების დაცვით. ნუსხა იმ ტვირთისა, რომლის გადაზიდვა დაშვებულია ღია მოძრავი შემადგენლობით, აგრეთვე ფხვიერი და ნაყარი ტვირთისა, განისაზღვრება „რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესებით“. 10. ტვირთის დასატვირთად, დასამაგრებლად და გადასაზიდად საჭირო მასალების, პაკეტირების საშუალებებისა და სხვა მოწყობილობების დაყენებასა (დატვირთვისას) და მოხსნას (გადმოტვირთვისას) უზრუნველყოფს ტვირთგამგზავნი (ტვირთმიმღები) ან რკინიგზა – იმის მიხედვით, თუ ვინ ახდენს ტვირთის დატვირთვა-გადმოტვირთვას. ამ მოწყობილობების მიწოდებას უზრუნველყოფს ტვირთგამგზავნი, რის შესახებაც მიუთითებს ზედნადებში. მოწყობილობები დანიშნულების რკინიგზის სადგურში გადაეცემა ტვირთმიმღებს ტვირთთან ერთად. |
საქართველოს სარკინიგზო კოდექსი article 14 ტვირთის დატვირთვა-გადმოტვირთვა და დახარისხება. 1. გადასაზიდი ტვირთის დატვირთვა-გადმოტვირთვა და დახარისხება შეიძლება განხორციელდეს როგორც საერთო, ისე არასაერთო სარგებლობის ადგილებში. 2. ვაგონის (კონტეინერის) შეუფერხებელი დამუშავებისა და ტვირთისა და მოძრავი შემადგენლობის დაცულობის უზრუნველსაყოფად, საერთო და არასაერთო სარგებლობის ადგილები მათი მფლობელების მიერ აღჭურვილი უნდა იქნეს სათანადო ნაგებობებითა და მოწყობილობებით, რომლებიც აკმაყოფილებს გარემოს დაცვისა და სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნებს. 3. ვაგონსა და სატვირთო ავტომობილებში ტვირთის დატვირთვას, გადმოტვირთვას და დახარისხებას ახორციელებს: ა) რკინიგზა – ტვირთგამგზავნის (ტვირთმიმღების) თხოვნით, საერთო სარგებლობის ადგილებში, სათანადო მექანიზმებისა და მოწყობილობების არსებობისას, გარდა: სახიფათო ან მალფუჭებადი ტვირთისა; ნედლი ცხოველური პროდუქტებისა; დახურული ვაგონით გადასაზიდი ტვირთისა, რომლის სატვირთო ადგილის წონა 0,5 ტონაზე მეტია; არაგაბარიტული, თხევადი, ფხვიერი ან ნაყარი ტვირთისა, რომელიც სპეციალური მოძრავი შემადგენლობით გადაიზიდება. აღნიშნულ შემთხვევებში ტვირთგამგზავნი (ტვირთმიმღები) ვალდებულია რკინიგზას გადაუხადოს ტვირთის დატვირთვა-გადმოტვირთვის და დახარისხების შეთანხმებული საფასური; |