Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 1
ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების შესახებ article 29 რადიაციულ ავარიებზე რეაგირების ეროვნული პოლიტიკა. 1. საქართველოს მთავრობა განსაზღვრავს რადიაციულ საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების სახელმწიფო სტრატეგიას. 2.ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია საობიექტო რადიაციული ავარიის შემთხვევაში იხელმძღვანელოს რადიაციულ საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების გეგმით. 3.რადიაციულ საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების გეგმა უნდა ითვალისწინებდეს რადიაციული ავარიის ან/და ინციდენტის მოხდენის შესაძლებლობის, მასშტაბის, შესაძლო ზიანის შეფასებას, მათ შორის, რისკის ქვეშ მყოფი მოსახლეობისა და ტერიტორიისათვის ზიანის მიყენების შესაძლებლობას. 4. რადიაციულ საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების გეგმაში აისახება ჩარევის დონეები და პირობები, განსახორციელებელი დაცვითი ღონისძიებების შერჩევის კრიტერიუმები. |