FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 2

საგზაო მოძრაობის შესახებ

article  62

გარდამავალი დებულებანი.
1. 2006 წლის 1 აპრილიდან ამ კანონის ამოქმედებამდე საქართველოში გაცემულ მართვის მოწმობებს პირისათვის მინიჭებული (მიუხედავად მინიჭების თარიღისა) „A“, „B“, „BE“, „T“, „S“, „A1“ და „B1“ კატეგორიების (ქვეკატეგორიების) სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლებისათვის იურიდიული ძალა შეუნარჩუნდეთ 2028 წლის 1 სექტემბრამდე (გარდა ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა).
2. 2006 წლის 1 აპრილიდან ამ კანონის ამოქმედებამდე საქართველოში გაცემულ მართვის მოწმობებს პირისათვის მინიჭებული (მიუხედავად მინიჭების თარიღისა) „C“, „CE“, „D“, „DE“, „C1“, „C1E“, „D1“ და „D1E“ კატეგორიების (ქვეკატეგორიების) სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლებისათვის იურიდიული ძალა შეუნარჩუნდეთ 2019 წლის 1 მარტამდე (გარდა ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა).
3. 2006 წლის 1 აპრილამდე საქართველოში გაცემულ მართვის მოწმობებს იურიდიული ძალა შეუნარჩუნდეთ 2018 წლის 1 აპრილამდე (გარდა ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა).
4. ამ კანონის ამოქმედებამდე საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გარემოების გამო შეზღუდული ვადით გაცემულ მართვის მოწმობებს იურიდიული ძალა შეუნარჩუნდეთ ამ მოწმობებისათვის განსაზღვრული მოქმედების ვადით.
საგზაო მოძრაობის შესახებ

article  62

7. საქართველოში გაცემულ მოქმედ მართვის მოწმობას 2017 წლის 1 ივლისს ენიჭება ამ კანონით გათვალისწინებული 100 ქულა, რომლებიც ძალაშია 2018 წლის 1 იანვრამდე.
8. 2017 წლის 1 ივლისამდე შეჩერებული ან ჩამორთმეული მართვის უფლების 2017 წლის 1 ივლისის შემდეგ აღდგენის შემთხვევაში მართვის მოწმობას ენიჭება ამ კანონით გათვალისწინებული 100 ქულა.
9. უცხო ქვეყნის მიერ გაცემულ, საქართველოში იურიდიული ძალის მქონე მართვის მოწმობას 2017 წლის 1 ივლისს ენიჭება ამ კანონით გათვალისწინებული 100 ქულა, რომლებიც ძალაშია 2018 წლის 1 იანვრამდე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც უცხო ქვეყანაში გაცემულ მართვის მოწმობას შეუჩერდა იურიდიული ძალა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა საფუძვლით. აღნიშნულ მართვის მოწმობას 2018 წლის 1 იანვრიდან ამ კანონით გათვალისწინებული 100 ქულა მიენიჭება ამავე კანონით დადგენილი საერთო წესით. საქართველოს 2014 წლის 20 თებერვლის კანონი №2038- ვებგვერდი, 26.02.2014წ. საქართველოს 2018 წლის 28 ივნისის კანონი №2713 - ვებგვერდი, 29.06.2018წ,