FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 4

ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ

article  109

ბუნებრივი გაზის მიწოდება საჯარო მომსახურების სახით.
1. საყოფაცხოვრებო მომხმარებელს, მცირე საწარმოსა და იმ თბოელექტროსადგურს, რომელიც გარანტირებული სიმძლავრის წყაროა, უფლება აქვთ, ამ კანონით დადგენილი წესით მიიღონ ბუნებრივი გაზი საჯარო მომსახურების მიმწოდებლისგან.
2. განაწილების მომსახურების ერთ არეალში არსებულ, ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ მომხმარებლებს მიწოდების მომსახურება შესაძლოა გაუწიოს მხოლოდ ერთმა მიმწოდებელმა, რომელსაც ამ კანონის მე-9 მუხლის შესაბამისად დაეკისრა საჯარო მიწოდების ვალდებულება.
3. კომისია შეიმუშავებს და ამტკიცებს ბუნებრივი გაზის საჯარო მომსახურების სახით მიმწოდებლის საქმიანობის წესებს, რომლებითაც რეგულირდება საჯარო მომსახურების მიმწოდებლის საქმიანობა, მათ შორის, მისი უფლება-მოვალეობები, საჯარო მომსახურების გაწევის ვალდებულების შეწყვეტა და ბუნებრივი გაზის საჯარო მომსახურების სახით მიწოდებასთან დაკავშირებული სხვა საკითხები. საჯარო მომსახურების მიმწოდებელი ყოველწლიურად, კომისიის სამართლებრივი აქტით დადგენილი წესით და დადგენილ ვადაში ამზადებს და კომისიას წარუდგენს წინა წლის საქმიანობის ანგარიშს. ანგარიში ხელმისაწვდომი უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობით უფლებამოსილი სახელმწიფო დაწესებულებებისა და ენერგეტიკული გაერთიანების სამდივნოსთვის.
ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ

article  109

4. ბუნებრივი გაზის საჯარო მომსახურების სახით მიწოდების ფასს, გარდა ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა, გამჭვირვალე და არადისკრიმინაციული გზით ადგენს საჯარო მომსახურების მიმწოდებელი. საჯარო მომსახურების ფასი უნდა იყოს სამართლიანი, საბაზრო და შედარებადი.
5. ამ კანონის მე-9 მუხლის მიზნებიდან  გამომდინარე,  კომისია უფლებამოსილია თავის მიერ დამტკიცებულ მეთოდოლოგიაზე დაყრდნობით დაადგინოს ბუნებრივი გაზის ფასი იმ საბოლოო მომხმარებლისთვის, რომელსაც საჯარო მომსახურების მიმწოდებელი ემსახურება. კომისიამ უნდა უზრუნველყოს, რომ საბოლოო მომხმარებლისთვის ბუნებრივი გაზის ფასის რეგულირება განხორციელდეს მხოლოდ საჭიროების ფარგლებში, ბუნებრივი გაზის საჯარო  მომსახურების სახით მიწოდების მიზნით.
6. კომისია ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული უფლებამოსილების განხორციელებისას დეტალურად ასაბუთებს და მიუთითებს ბუნებრივი გაზის ბაზართან დაკავშირებულ იმ განსაკუთრებულ გარემოებებზე, რომლებმაც გამოიწვია საბოლოო მომხმარებლისთვის ფასის რეგულირების საჯარო მომსახურების ვალდებულების სახით შენარჩუნების აუცილებლობა. აღნიშნული დასაბუთება ხელმისაწვდომია საქართველოს კანონმდებლობით უფლებამოსილი სახელმწიფო დაწესებულებებისა და ენერგეტიკული გაერთიანების სამდივნოსთვის.
ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ

article  109

7. კომისია ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული უფლებამოსილების განხორციელებისას აგრეთვე განსაზღვრავს საბოლოო მომხმარებლისთვის ფასის რეგულირების ეტაპობრივი გაუქმების გეგმას და მისი დასრულების თარიღს, რაც ნათლად უნდა მიუთითებდეს რეგულირების დროებით ხასიათზე.
8. კომისიამ უნდა უზრუნველყოს, რომ ბუნებრივი გაზის როგორც რეგულირებული, ისე საბაზრო ფასი ასახავდეს გაწეულ ხარჯებს, მათ შორის, მიწოდების ფაქტობრივ ხარჯს, აუცილებელი ინვესტიციებისა და მათთან დაკავშირებული ამონაგების ჩათვლით, აგრეთვე იმპორტისა და მიწოდების მომსახურების ხარჯებს.
9. საჯარო მომსახურების მიმწოდებელი:
    ა) უზრუნველყოფს საჯარო მომსახურების გაწევის სახით ბუნებრივი გაზის მიწოდებას იმ საბოლოო მომხმარებლებისთვის, რომლებსაც საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად უფლება აქვთ, ისარგებლონ ასეთი მომსახურებით;
    ბ) ახორციელებს საჯარო მომსახურებას ამ მუხლით დადგენილი მოთხოვნების დაცვით;
    გ) იღებს ზომებს საჯარო მომსახურებით მოსარგებლე საბოლოო მომხმარებლებისთვის ბუნებრივი გაზის უსაფრთხო, საიმედო და განსაზღვრული ხარისხით მიწოდების მიზნით;
    დ) იღებს ზომებს საჯარო მომსახურებით მოსარგებლე საბოლოო მომხმარებლებისთვის ყველაზე მისაღები ფასების დადგენის მიზნით.
ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ

article  109

10. კომისია უზრუნველყოფს, რომ მომხმარებელთა სხვადასხვა კატეგორიას, რომლებიც ბუნებრივ გაზს იღებენ საჯარო მომსახურების სახით, არ ჰქონდეს მომსახურებისა და დაცვის ერთნაირი პირობები.