Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 3
საინვესტიციო ფონდების შესახებ article 6 საქართველოში დაფუძნებული საინვესტიციო ფონდი და უცხოური საინვესტიციო ფონდი. 1. პირს, რომელსაც საქართველოში აქვს რეგისტრაციის ან მართვის ადგილი, ეკრძალება, ამ კანონის შესაბამისად საინვესტიციო ფონდად ავტორიზაციის ან რეგისტრაციის გარეშე განახორციელოს საინვესტიციო ფონდის საქმიანობა. 2. ამ კანონის შესაბამისად, საქართველოში საინვესტიციო ფონდი უნდა დაფუძნდეს, როგორც: ა) ავტორიზებული საინვესტიციო ფონდი (UCITS ან გაუთვითცნობიერებელი ინვესტორების საინვესტიციო ფონდი); ბ) რეგისტრირებული საინვესტიციო ფონდი. 3. ავტორიზებულ საინვესტიციო ფონდს უფლება აქვს, განახორციელოს საჯარო შეთავაზება ამ კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. რეგისტრირებულ საინვესტიციო ფონდს უფლება აქვს, განახორციელოს მხოლოდ კერძო შეთავაზება. 4. რეგისტრირებულ საინვესტიციო ფონდს არ შეიძლება ჰყავდეს 20-ზე მეტი გაუთვითცნობიერებელი ინვესტორი. თუ რეგისტრირებულ საინვესტიციო ფონდში გაუთვითცნობიერებელი ინვესტორების რაოდენობა 20-ს გადააჭარბებს, რეგისტრირებული საინვესტიციო ფონდი ვალდებულია არაუგვიანეს 3 თვის გასვლისა გარდაიქმნას ავტორიზებულ საინვესტიციო ფონდად. გარდაქმნა არ მოითხოვება, თუ გაუთვითცნობიერებელი ინვესტორების რაოდენობის გადაჭარბება გამოწვეული არ არის რეგისტრირებული საინვესტიციო ფონდის ბრალით და იგი 3 თვის ვადაში უზრუნველყოფს გაუთვითცნობიერებელი ინვესტორების რაოდენობის დასაშვებ ზღვრამდე შემცირებას. |
საინვესტიციო ფონდების შესახებ article 6 5. ერთი და იმავე რეგისტრირებული აქტივების მმართველი კომპანიის მართვის ქვეშ მყოფი რეგისტრირებული საინვესტიციო ფონდების გაუთვითცნობიერებელი ინვესტორების საერთო რაოდენობა 20-ს არ უნდა აჭარბებდეს. თუ აღნიშნულ რეგისტრირებულ საინვესტიციო ფონდებში გაუთვითცნობიერებელი ინვესტორების საერთო რაოდენობა 20-ს გადააჭარბებს, რეგისტრირებული აქტივების მმართველი კომპანია ვალდებულია არაუგვიანეს 3 თვის გასვლისა გარდაიქმნას ლიცენზირებულ აქტივების მმართველ კომპანიად. გარდაქმნა არ მოითხოვება, თუ გაუთვითცნობიერებელი ინვესტორების რაოდენობის გადაჭარბება გამოწვეული არ არის რეგისტრირებული აქტივების მმართველი კომპანიის ბრალით და იგი 3 თვის ვადაში უზრუნველყოფს გაუთვითცნობიერებელი ინვესტორების რაოდენობის დასაშვებ ზღვრამდე შემცირებას. 6. თუ ამ მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტებით განსაზღვრულ შემთხვევებში რეგისტრირებული საინვესტიციო ფონდი ან რეგისტრირებული აქტივების მმართველი კომპანია დადგენილ ვადაში ვერ უზრუნველყოფს საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობას იმავე პუნქტების შესაბამისად, საზედამხედველო ორგანო აუქმებს მის რეგისტრაციას. |
საინვესტიციო ფონდების შესახებ article 6 7. უცხოურ საინვესტიციო ფონდს უფლება აქვს, საქართველოში საჯარო შეთავაზება განახორციელოს მხოლოდ საზედამხედველო ორგანოს მიერ მისი ამ კანონის შესაბამისად აღიარების შემთხვევაში. უცხოური საინვესტიციო ფონდი საქართველოში კერძო შეთავაზების განხორციელებამდე ვალდებულია ამ შეთავაზების შესახებ აცნობოს საზედამხედველო ორგანოს საზედამხედველო ორგანოს მიერ განსაზღვრული ფორმით. 8. საზედამხედველო ორგანო უფლებამოსილია სამართლებრივი აქტით დაადგინოს უცხოური საინვესტიციო ფონდის ერთეულების საქართველოში შეთავაზების მარეგულირებელი წესი. |