Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 2
სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთან საქართველოს თანამშრომლობის შესახებ article 42 საგნისა და ქონებრივი ღირებულების მქონე ნივთის ჩამორთმევა. 1. საგანი და ქონებრივი ღირებულების მქონე ნივთი, რომელიც მტკიცებულების უზრუნველყოფისთვის არის ჩამორთმეული, შესაძლებელია, თავისივე თხოვნის საფუძველზე, გადაეცეს საერთაშორისო სასამართლოს ჩამორთმევის, სტატუტის 79-ე მუხლით გათვალისწინებული მიზნობრივი ფონდისთვის გადაცემის ან ანაზღაურების გაცემის პირობით. 2. ამ მუხლით გათვალისწინებულ საგანსა და ქონებრივი ღირებულების მქონე ნივთს წარმოადგენს: ა) დანაშაულის ჩადენის იარაღი, დანაშაულებრივი ქმედების საგანი; ბ) დანაშაულებრივი ქმედების შედეგად მოპოვებული საგანი, ფული და ფასეულობა, მიღებული მოგება ან სარგებელი; გ) საჩუქარი ან სხვა ფულადი საშუალება, რომელიც ემსახურებოდა ან იმისათვის იყო გამოყენებული, რომ ჩადენილიყო დანაშაული ან/და გადაცემული იყო დანაშაულის ჩადენისთვის. 3. საგანი და ქონებრივი ღირებულების მქონე ნივთი ამოღებული და დაყადაღებული უნდა იქნეს მანამ, ვიდრე იგი არ გადაეცემა საერთაშორისო სასამართლოს ან უფლებამოსილი ორგანო არ აცნობებს საერთაშორისო სასამართლოს გადაცემაზე უარის შესახებ. 4. საგანი და ქონებრივი ღირებულების მქონე ნივთი არ გადაეცემა საერთაშორისო სასამართლოს, თუ: ა) დაზარალებული ცხოვრობს საქართველოში და აღნიშნული საგანი და ქონებრივი ღირებულების მქონე ნივთი მას უნდა დაუბრუნდეს; |
სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთან საქართველოს თანამშრომლობის შესახებ article 42 ბ) მესამე პირს ამ საგანსა და ქონებრივი ღირებულების მქონე ნივთზე აქვს კანონიერი უფლება; გ) პირი, რომელსაც დანაშაულის ჩადენაში მონაწილეობა არ მიუღია, დაასაბუთებს, რომ მას ამ საგანსა და ქონებრივი ღირებულების მქონე ნივთზე სხვა ქვეყანაში ან საქართველოში საკუთრების უფლება კეთილსინდისიერად აქვს მოპოვებული და ამ პირის საცხოვრებელი ადგილი ან ადგილსამყოფელი საქართველოშია; დ) საგანი და ქონებრივი ღირებულების მქონე ნივთი საჭიროა საქართველოში მიმდინარე სისხლის სამართლის პროცესისთვის ან ექვემდებარება ჩამორთმევას საქართველოს ტერიტორიაზე. 5. თუ პირი იყენებს ამ მუხლის მე-4 პუნქტში მითითებულ უფლებას, მაშინ საერთაშორისო სასამართლოსთვის საგნის და ქონებრივი ღირებულების მქონე ნივთის გადაცემა გადაიდება მანამ, ვიდრე არ გაირკვევა გადასაცემი ნივთის სამართლებრივი მდგომარეობა. |