FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 3

ბავშვის უფლებათა კოდექსი

article  41

ბავშვის მიერ ჯანმრთელობის დაცვის უმაღლესი სტანდარტით სარგებლობის უფლება.
1. ყოველ ბავშვს აქვს უფლება, ისარგებლოს ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობის დაცვის უმაღლესი სტანდარტით, მათ შორის, ჯანმრთელობის დაცვის სერვისების (მათ შორის, პირველადი ჯანმრთელობის დაცვის, სტაციონარული მომსახურების, რეაბილიტაციის) გეოგრაფიული და ფინანსური ხელმისაწვდომობით.
2. სახელმწიფო ახორციელებს ყველა საჭირო ადმინისტრაციულ, სოციალურ და საგანმანათლებლო ღონისძიებას, რათა არცერთ ბავშვს, მათ შორის, არცერთ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვს ან/და სოციალური საფრთხის წინაშე მყოფ ბავშვს, არ შეეზღუდოს ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული უფლება ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე. ეს ღონისძიებები უნდა მოიცავდეს ზომების მიღებას:
    ა) ბავშვთა სიკვდილიანობის შესამცირებლად;
    ბ) ბავშვის განვითარებაზე ორიენტირებული, პრევენციული, საკონსულტაციო, გადაუდებელი ამბულატორიული მომსახურებითა და იმუნიზაციის სათანადო პროგრამებით ყველა ბავშვის უზრუნველსაყოფად;
    გ) სტანდარტის შესაბამისი საკვებითა და სუფთა წყლით ყველა ბავშვის უზრუნველსაყოფად;
    დ) საჭირო მინერალებით გამდიდრებული საკვებით ყველა ბავშვის უზრუნველსაყოფად, რათა შემცირდეს ბუნებრივი გარემოს დაბინძურების უარყოფითი შედეგები ან/და აღმოიფხვრას ბუნებრივი მინერალების დეფიციტი;
ბავშვის უფლებათა კოდექსი

article  41

ე) მშობიარობამდე და მშობიარობის შემდგომ ჯანმრთელობის დაცვის სერვისების ქალთათვის ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად;
    ვ) საზოგადოებისთვის, განსაკუთრებით − ბავშვებისა და მშობლებისთვის, ბავშვის ჯანმრთელობის, ჯანსაღი კვების, ძუძუთი კვების უპირატესობის, ჰიგიენის, გარემოს დაცვის, კატასტროფისა და უბედური შემთხვევისგან დაცვის საკითხებზე ინფორმაციის მისაწოდებლად;
    ზ) პრევენციული ჯანმრთელობის დაცვის მიმართულების განსავითარებლად;
    თ) ბავშვის ჯანმრთელობის დაცვის საჭიროებების დროულად გამოვლენისა და ადრეული ინტერვენციის განხორციელების მიზნით საიდენტიფიკაციო სისტემის შესაქმნელად;
    ი) ბავშვის ჯანმრთელობისთვის საზიანო ტრადიციული მიდგომების აღმოსაფხვრელად.
3. ჯანმრთელობის დაცვის განსაკუთრებული ღონისძიებები ხორციელდება სოციალური საფრთხის წინაშე მყოფი ბავშვის ჯანმრთელობის დასაცავად.
4. ბავშვთა დაცვის ერთიანი სისტემის ფარგლებში სახელმწიფო უზრუნველყოფს ბავშვის მიერ ჯანმრთელობის დაცვის უმაღლესი სტანდარტით სარგებლობის უფლების რეალიზების პოლიტიკის შემუშავებას ამ კოდექსის საფუძველზე, ბავშვის უფლებათა კონვენციის, მისი დამატებითი ოქმებისა და საქართველოს სხვა საერთაშორისო ხელშეკრულებების შესაბამისად.
ბავშვის უფლებათა კოდექსი

article  41

5. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო უზრუნველყოფს ბავშვის მიერ ჯანმრთელობის დაცვის უმაღლესი სტანდარტით სარგებლობის უფლების განხორციელების სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემუშავებას ბავშვთა დაცვის ერთიანი სისტემის ფარგლებში, უწყებათაშორისი კოორდინაციითა და მუნიციპალიტეტებთან თანამშრომლობით.
6. მუნიციპალიტეტი ბავშვის ჯანმრთელობის დაცვისა და მხარდაჭერის ღონისძიებებს ახორციელებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-17 მუხლით დადგენილი წესისა და პირობების შესაბამისად დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში.
7. არასამთავრობო ორგანიზაცია ბავშვის ჯანმრთელობის დაცვისა და მხარდაჭერის ღონისძიებებს ახორციელებს საკუთარი პროგრამების ან სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან დადებული ხელშეკრულების საფუძველზე.