FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 1

შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ

article  43

შვილად აყვანის შესახებ გადაწყვეტილების მიღება ბავშვის საქართველოში გამგზავრების შემდეგ.
1. თუ უცხო ქვეყანაში მუდმივად მცხოვრები ბავშვის შვილად აყვანა საქართველოში მისი გამგზავრების შემდეგ ხორციელდება, უნდა არსებობდეს ამის შესახებ შეთანხმება ცენტრალურ ორგანოსა და წარმოშობის სახელმწიფოს კომპეტენტურ ორგანოს შორის.
2. თუ ცენტრალური ორგანო და წარმოშობის სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანო შეთანხმდებიან, რომ უცხო ქვეყანაში მუდმივად მცხოვრები ბავშვის შვილად აყვანის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილება საქართველოში მიიღება, შვილად აყვანის საქმეს საქართველოს სასამართლო ამ კანონის შესაბამისად განიხილავს.
3. სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე ცენტრალური ორგანო მშვილებლებზე (მშვილებელზე) გასცემს საერთაშორისო შვილად აყვანის მოწმობის (სერტიფიკატის) დედანს, ხოლო ასლს წარმოშობის სახელმწიფოს კომპეტენტურ ორგანოს უგზავნის.