FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 3

სურსათის დანაკარგებისა და მისი ნარჩენების შემცირების და სურსათის შეწირულების შესახებ

article  6

სურსათის დანაკარგებისა და მისი ნარჩენების შემცირების პოლიტიკის განხორციელებისთვის პასუხისმგებელი ორგანოები.
1. სურსათის დანაკარგებისა და მისი ნარჩენების შემცირების პოლიტიკის განხორციელებისთვის საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში პასუხისმგებელი არიან სამინისტრო და სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი − სურსათის ეროვნული სააგენტო (შემდგომ − სააგენტო).
2. სურსათის დანაკარგებისა და მისი ნარჩენების მართვის სფეროში სამინისტროს აქვს შემდეგი უფლებამოსილებები: ა)  სურსათის დანაკარგებისა და მისი ნარჩენების მართვის მიზნით სათანადო პოლიტიკის განსაზღვრა და განხორციელება;
    ბ) სურსათის მიწოდების ჯაჭვში საჯარო და კერძო პარტნიორობის დანერგვის ხელშეწყობა; გ)  ჭარბი სურსათის შეწირულებასთან, გადამუშავებასთან, შენახვასა და გადანაწილებასთან დაკავშირებული ინკლუზიური და სათანადო სამართლებრივი აქტების შემუშავება ან/და მათ შემუშავებაში მონაწილეობა;
    დ) სურსათით საქველმოქმედო საქმიანობის ავტორიზაციის წესის შემუშავება და საქართველოს მთავრობისთვის დასამტკიცებლად წარდგენა;
    ე) სურსათის შეწირულებისა და გადანაწილების წესის შემუშავება და საქართველოს მთავრობისთვის დასამტკიცებლად წარდგენა;
    ვ) სურსათის ნარჩენების მართვის კონცეფციის შემუშავება და საქართველოს მთავრობისთვის დასამტკიცებლად წარდგენა;
სურსათის დანაკარგებისა და მისი ნარჩენების შემცირების და სურსათის შეწირულების შესახებ

article  6

ზ) სურსათით საქველმოქმედო საქმიანობის განმახორციელებელი ავტორიზებული პირების მონაცემთა ბაზის შექმნის უზრუნველყოფა;
    თ) სურსათის ნარჩენების მართვის იერარქიის პრინციპების შემუშავება და განხორციელება, აგრეთვე სურსათის დანაკარგების შესამცირებლად წამახალისებელი სახელმწიფო პროგრამების შემუშავება და განხორციელება;
    ი) სურსათის შეწირულების მართვის უზრუნველსაყოფად სახელმძღვანელო პრინციპების, მეთოდური მითითებების, რეკომენდაციების ან სხვა სახელმძღვანელო დოკუმენტების შემუშავება;
    კ) სურსათის დანაკარგებისა და მისი ნარჩენების შემცირებასა და სურსათის შეწირულებასთან დაკავშირებით ინოვაციური პროექტებისა და წინადადებების მომზადება;
    ლ) სურსათის დანაკარგებისა და მისი ნარჩენების შესამცირებლად სამეცნიერო კვლევების, უახლესი ტექნოლოგიებისა და ინოვაციების მხარდაჭერა, განსაკუთრებით − სურსათის ვარგისობის ვადებთან დაკავშირებით; მ)  სურსათის მიწოდების ჯაჭვის მონაწილეთა ცნობიერების ასამაღლებლად სათანადო ღონისძიებების განხორციელება, მათი ხელშეწყობისთვის წამახალისებელი ზომების მიღება და შესაბამისი პროგრამების განხორციელება.
3. სურსათის დანაკარგებისა და მისი ნარჩენების მართვის სფეროში სააგენტო ვალდებულია:
სურსათის დანაკარგებისა და მისი ნარჩენების შემცირების და სურსათის შეწირულების შესახებ

article  6

ა) განახორციელოს სურსათით საქველმოქმედო საქმიანობის ავტორიზაცია და აწარმოოს სურსათით საქველმოქმედო საქმიანობის განმახორციელებელი ავტორიზებული პირების მონაცემთა ბაზა;
    ბ) განახორციელოს სურსათით საქველმოქმედო საქმიანობის განმახორციელებელი ავტორიზებული პირების საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობის სახელმწიფო კონტროლი.
4. მუნიციპალიტეტი ვალდებულია მუნიციპალური ნარჩენების მართვის გეგმაში ასახოს ამ კანონით გათვალისწინებული სურსათის ნარჩენების მართვის იერარქიის პრინციპები. საქართველოს 2025 წლის 2 აპრილის კანონი №439 - ვებგვერდი, 04.04.2025წ.