FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 1

საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი

article  102

ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის კანონის პროექტის განხილვა და დამტკიცება.
1. ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს სხდომაზე ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის კანონის პროექტსა და მთავრობის მოხსენებას მიმდინარე წლის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესრულების შესახებ წარადგენს ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ან მთავრობის რომელიმე წევრი შესაბამისი სამართლებრივი აქტით მიღებული დავალებით . ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო ასევე ისმენს საფინანსო - საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომისიის ა და ს ახელმწიფო აუდიტის სამსახურის მოხსენებებს .
2. ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო ახალი საბიუჯეტო წლის დაწყებამდე ამტკიცებს ახალი საბიუჯეტო წლის რესპუბლიკურ ბიუჯეტს.
3. ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის კანონი ქვეყნდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით და ხელმისაწვდომი უნდა იყოს საზოგადოებისათვის.
4. ბიუჯეტის დამტკიცებიდან არა უგვიანეს 20 დღისა ავტონომიური რესპუბლიკის აღმასრულებელი ორგანო საქართველოს ფინანსთა სამინისტროს უგზავნის დამტკიცებული ბიუჯეტის შესაბამის ავტონომიური რესპუბლიკის პრიორიტეტების დოკუმენტს.