Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 3
საგზაო მოძრაობის შესახებ article 61 სასწავლო სვლა. 1. ამ მუხლის მიზნებისათვის ტერმინი „სატრანსპორტო საშუალება“ მოიცავს ამ კანონის 54-ე მუხლით განსაზღვრული კატეგორიებისა და ქვეკატეგორიების სატრანსპორტო საშუალებებს. 2. სატრანსპორტო საშუალების პრაქტიკული მართვის სწავლების (სასწავლო სვლის) განხორციელება დასაშვებია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნათა გათვალისწინებით და დადგენილი წესით, დახურულ მოედანზე, ავტოდრომსა და გზაზე. სასწავლო სვლის განხორციელება დაუშვებელია ავტომაგისტრალზე, ავტომაგისტრალის შესასვლელსა და გამოსასვლელში, ქვეითთა ზონად გამოცხადებულ ადგილზე, საცხოვრებელ ზონაში, 1.24 საგზაო ნიშნის მოქმედების ზონაში, საგამოცდო მარშრუტსა და იმ გზაზე, რომელიც შეტანილია შესაბამისი მუნიციპალიტეტის ორგანოს მიერ დამტკიცებულ სიაში. მუნიციპალიტეტის ორგანო უფლებამოსილია დაამტკიცოს აღნიშნული მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული იმ გზების სია, სადაც სასწავლო სვლის განხორციელება დაუშვებელია. |
საგზაო მოძრაობის შესახებ article 61 3. სასწავლო სატრანსპორტო საშუალება, რომლითაც ხორციელდება სატრანსპორტო საშუალების პრაქტიკული მართვის სწავლება (სასწავლო სვლა) გზაზე, უნდა აღიჭურვოს ინსტრუქტორ-მასწავლებლისათვის განკუთვნილი გადაბმულობისა და მუხრუჭის დამატებითი სატერფულებით, აგრეთვე უკუხედვის სარკით. აღნიშნულ სასწავლო სატრანსპორტო საშუალებაზე ამ კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტით დადგენილი წესით უნდა დამაგრდეს შესაბამისი საცნობი ნიშანი. თუ სასწავლო სვლა ორ- ან სამთვლიანი მექანიკური სატრანსპორტო საშუალებით ხორციელდება, აღნიშნული მექანიკური სატრანსპორტო საშუალება და პირი, რომელიც მას მართავს, აღჭურვილი უნდა იყვნენ უსაფრთხოების აუცილებელი საშუალებებით. სასწავლო სვლის განხორციელების მიზნით 18 წლის ასაკს მიუღწეველი პირის სასწავლო სატრანსპორტო საშუალების სამართავად დაშვებისათვის სავალდებულოა მისი ერთ-ერთი მშობლის ან მზრუნველის თანხმობა. |
საგზაო მოძრაობის შესახებ article 61 4. გზაზე სასწავლო სვლა დასაშვებია მხოლოდ სასწავლო სატრანსპორტო საშუალებით ინსტრუქტორ-მასწავლებელთან ერთად იმ შემთხვევაში, თუ პირი ფლობს სატრანსპორტო საშუალების პრაქტიკული მართვის საწყის ჩვევებს. ინსტრუქტორ-მასწავლებელს გზაზე სასწავლო სვლის განხორციელების უფლება აქვს მხოლოდ მას შემდეგ, რაც დარწმუნდება, რომ პირმა (მოსწავლემ) საკმარისად აითვისა სატრანსპორტო საშუალების პრაქტიკული მართვის საწყისი ჩვევები. 5. პირი, რომელიც სატრანსპორტო საშუალების პრაქტიკულ მართვას სწავლობს, არ უნდა იყოს იმავე სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მინიჭებისათვის ამ კანონის 55-ე მუხლის მე-4 პუნქტით დადგენილ მინიმალურ ასაკობრივ ზღვარზე 1 წელზე მეტი ხნით უმცროსი. 6. ამ მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილი მოთხოვნები არ ვრცელდება სპეციალიზებულ თვითმავალ მანქანასა და სასოფლო-სამეურნეო მანქანაზე. 7. სპეციალიზებული თვითმავალი მანქანითა და სასოფლო-სამეურნეო მანქანით სასწავლო სვლის განხორციელება დასაშვებია მხოლოდ დახურულ მოედანსა და ავტოდრომზე. |