FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 8

ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ

article  19

გ) გამოსაყენებელი/გამოყენებული არსებითი პროდუქციის/მომსახურების საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ შემოღებულ/დადგენილ სტანდარტებთან/მოთხოვნებთან შესაბამისობის დამადასტურებელი ავტორიზაციის სერტიფიკატი;
    დ) თამაშობების მართვის სისტემის ტექნიკური დოკუმენტაცია;
    ე) ნებართვის (გარდა წამახალისებელი გათამაშების მოწყობის ნებართვისა) მაძიებლის ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლებამოსილების მქონე პირის, დამფუძნებლის/პარტნიორის (არსებობის შემთხვევაში), ბენეფიციარი მესაკუთრის ნასამართლობის შესახებ ცნობა. აღნიშნული ნასამართლობის შესახებ ცნობა გაცემული უნდა იყოს იმ ქვეყნის შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოს მიერ, რომლის მოქალაქეც არის ნებართვის (გარდა წამახალისებელი გათამაშების მოწყობის ნებართვისა) მაძიებლის ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლებამოსილების მქონე პირი, დამფუძნებელი/პარტნიორი (არსებობის შემთხვევაში), ბენეფიციარი მესაკუთრე;
    ვ) სანებართვო მოსაკრებლის გადასახდელად საჭირო ფულადი სახსრების წარმოშობის დამადასტურებელი დოკუმენტი. ამ დოკუმენტის სისწორისთვის პასუხისმგებლობა ნებართვის მაძიებელს ეკისრება;
ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ

article  19

ზ) ნებისმიერი სხვა დოკუმენტი/ინფორმაცია, რომელსაც შემოსავლების სამსახური ნებართვის გაცემის შესახებ ნებართვის მაძიებლის განცხადების განხილვისას და შესაბამისი გადაწყვეტილების მისაღებად მოითხოვს.
2. სამორინეში აკრძალულია იმ თამაშობის გამართვა, რომელიც გათვალისწინებული არ არის სამორინის მოწყობის პირობებით (რეგლამენტით), ხოლო სისტემურ-ელექტრონული ფორმით სამორინის თამაშობების ორგანიზების შემთხვევაში – ამ კანონით დადგენილი სისტემურ-ელექტრონული ფორმით ორგანიზებული თამაშობის წესით.
3. სამორინის მოწყობის ნებართვის მფლობელი, აზარტული კლუბის მოწყობის ნებართვის მფლობელი ვალდებულია თავისი საქმიანობა განახორციელოს საქართველოს ფინანსთა მინისტრის ნორმატიული აქტით დადგენილი წესის შესაბამისად, მის მიერ შემუშავებული სააღრიცხვო ფორმების მეშვეობით.
ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ

article  19

1. სამორინეს მოწყობის ნებართვის მისაღებად ნებართვის მაძიებელმა, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლით გათვალისწინებული დოკუმენტების გარდა, შემოსავლების სამსახურს უნდა წარუდგინოს შემდეგი დოკუმენტები:
    ა) (ამოღებულია – 09.12.2011, №5448);
    ბ) სამორინის მოწყობის პირობები (რეგლამენტი). ამ პირობებში (რეგლამენტში) მითითებული უნდა იყოს: ბ.ა) სამორინის მაგიდების ან/და კლუბის მაგიდის/კლუბის მაგიდების ჩამონათვალი (უნდა მიეთითოს თითოეული მაგიდის სახელწოდება, საქარხნო ნომერი, დამზადების წელი, დამამზადებელი ქვეყანა და მწარმოებელი); ბ.ბ) თითოეულ სამორინის მაგიდაზე მინიმალური და მაქსიმალური ფსონები; ბ.გ) კლუბის მაგიდის/კლუბის მაგიდების არსებობის შემთხვევაში – თითოეულ კლუბის მაგიდაზე მომსახურების საკომისიოს ოდენობა; ბ.დ) სამორინეში მიმდინარე თამაშობების სრული ჩამონათვალი და დეტალური წესები; ბ.ე) სამორინის მუშაობის საათები და წესები; სამორინეში მოქცევის წესები; ბ.ვ) მოგების გაცემის ვადა და ადგილი; ბ.ზ) პრეტენზიის განხილვის წესი და ვადა. პრეტენზიის განხილვის ვადა არ უნდა აღემატებოდეს პრეტენზიის წარმოშობიდან 30 კალენდარულ დღეს;
ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ

article  19

ბ.თ) თუ ნებართვის მაძიებელი თამაშობის მოწყობისას სხვა პირის მიერ მიწოდებულ არსებით პროდუქციას/მომსახურებას იყენებს − ამ პირზე გაცემული აზარტული ან/და მომგებიანი თამაშების მიწოდების მოქმედი ნებართვის ნომერი;
    გ) სათამაშო ჟეტონის ნიმუშები. ამ ნიმუშებზე თვალსაჩინოდ უნდა ჩანდეს ნომინალი (არსებობის შემთხვევაში), ორნამენტი და ფერი; გ-1) ნებართვის (გარდა წამახალისებელი გათამაშების მოწყობის ნებართვისა) მაძიებლის ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლებამოსილების მქონე პირის, დამფუძნებლის/პარტნიორის (არსებობის შემთხვევაში), ბენეფიციარი მესაკუთრის ნასამართლობის შესახებ ცნობა. აღნიშნული ნასამართლობის შესახებ ცნობა გაცემული უნდა იყოს იმ ქვეყნის შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოს მიერ, რომლის მოქალაქეც არის ნებართვის (გარდა წამახალისებელი გათამაშების მოწყობის ნებართვისა) მაძიებლის ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლებამოსილების მქონე პირი, დამფუძნებელი/პარტნიორი (არსებობის შემთხვევაში), ბენეფიციარი მესაკუთრე; გ-2) სანებართვო მოსაკრებლის (არსებობის შემთხვევაში) გადასახდელად საჭირო ფულადი სახსრების წარმოშობის დამადასტურებელი დოკუმენტი. ამ დოკუმენტის სისწორისთვის პასუხისმგებლობა ნებართვის მაძიებელს ეკისრება; დ) (ამოღებულია - 09.02.2023, №2584);
ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ

article  19

ე) ამ პუნქტის „ბ.თ“ ქვეპუნქტით ან ამ მუხლის 1-3 პუნქტის „ა.ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში − აზარტული ან/და მომგებიანი თამაშის/თამაშების ან/და არსებითი პროდუქციის/მომსახურების მიმწოდებელთან გაფორმებული ხელშეკრულების ასლი. აღნიშნულ ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანის შემთხვევაში ნებართვის მაძიებელი/ნებართვის მფლობელი ვალდებულია ამ ცვლილების განხორციელებიდან არაუგვიანეს 2 დღისა შემოსავლების სამსახურს აცნობოს აღნიშნული ცვლილების შესახებ და წარუდგინოს ცვლილების დოკუმენტის ასლი;
    ვ) გამოსაყენებელი/გამოყენებული არსებითი პროდუქციის/მომსახურების საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ შემოღებულ/დადგენილ სტანდარტებთან/მოთხოვნებთან შესაბამისობის დამადასტურებელი ავტორიზაციის სერტიფიკატი;
    ზ) ნებისმიერი სხვა დოკუმენტი/ინფორმაცია, რომელსაც შემოსავლების სამსახური ნებართვის გაცემის შესახებ ნებართვის მაძიებლის განცხადების განხილვისას და შესაბამისი გადაწყვეტილების მისაღებად მოითხოვს.
ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ

article  19

11. აკრძალულია სამორინის მოწყობის ნებართვის იმ პირზე გაცემა, რომლის ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლებამოსილების მქონე პირი, დამფუძნებელი/პარტნიორი (არსებობის შემთხვევაში), ბენეფიციარი მესაკუთრე არის მსჯავრდებული ან ნასამართლევი განზრახი ეკონომიკური დანაშაულისთვის, მათ შორის, საფინანსო საქმიანობის სფეროში დანაშაულისთვის, ან განზრახი მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისთვის და მას ნასამართლობა მოხსნილი ან გაქარწყლებული არ აქვს.
12. აკრძალულია, სამორინის მოწყობის ნებართვის მფლობელის ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლებამოსილების მქონე პირი, დამფუძნებელი/პარტნიორი (არსებობის შემთხვევაში), ბენეფიციარი მესაკუთრე იყოს მსჯავრდებული ან ნასამართლევი განზრახი ეკონომიკური დანაშაულისთვის, მათ შორის, საფინანსო საქმიანობის სფეროში დანაშაულისთვის, ან განზრახი მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისთვის და მას ნასამართლობა მოხსნილი ან გაქარწყლებული არ ჰქონდეს.
13. სისტემურ-ელექტრონული ფორმით სამორინის თამაშობების ორგანიზების ნებართვის მისაღებად ნებართვის მაძიებელმა შემოსავლების სამსახურს, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლით გათვალისწინებული დოკუმენტების გარდა, უნდა წარუდგინოს:
ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ

article  19

ა) სისტემურ-ელექტრონული ფორმით ორგანიზებული თამაშობის წესი. ამ წესში მითითებული უნდა იყოს: ა.ა) საქართველოს ტერიტორიაზე არსებული ფაქტობრივი მისამართი, საიდანაც მოხდება თამაშობის მართვა და ორგანიზება, აგრეთვე სასერვერო ინფრასტრუქტურის საქართველოს ტერიტორიაზე განთავსების ადგილი (მისამართი); ა.ბ) თამაშობების ჩამონათვალი და აღწერილობა; ა.გ) მოგების გაცემის წესი, ადგილი/ადგილები და ზღვრული ვადა (თუ მოგება ამ კანონის 28-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების საფუძველზე გაიცემა − სალაროს მოწყობისთვის განკუთვნილი უძრავი ქონების მისამართი/მისამართები), პრეტენზიის განხილვის წესი და ვადა; ა.დ) თამაშობის ინტერნეტით მოწყობის შემთხვევაში – თამაშობისთვის განკუთვნილი ვებგვერდის მისამართი, მოთამაშის რეგისტრაციის წესი, დეპოზიტის/ბალანსის მართვის წესი. აღნიშნულ ვებგვერდზე ქართულ ენაზე მითითებული უნდა იყოს თამაშობის ორგანიზატორის დასახელება, იურიდიული მისამართი, ტელეფონის ნომერი, შესაბამისი ნებართვის ნომერი, თამაშობების ჩამონათვალი, თამაშობის დეტალური წესები, ინფორმაცია 25 წლამდე ასაკის საქართველოს მოქალაქის, 18 წლამდე ასაკის უცხო ქვეყნის მოქალაქის/მოქალაქეობის არმქონე პირის, დამოკიდებულ პირთა სიასა და აკრძალულ პირთა სიაში შეყვანილი პირების თამაშობაში მონაწილეობის აკრძალვის შესახებ;
ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ

article  19

ა.ე) თამაშობის ტელეფონით მოწყობის შემთხვევაში – საქართველოში რეგისტრირებული ტელეფონის ნომერი; ა.ვ) თუ ნებართვის მაძიებელი თამაშობის მოწყობისას სხვა პირის მიერ მიწოდებულ აზარტულ ან/და მომგებიან თამაშს/თამაშებს ან/და არსებით პროდუქციას/მომსახურებას იყენებს − ამ პირზე გაცემული აზარტული ან/და მომგებიანი თამაშების მიწოდების მოქმედი ნებართვის ნომერი; ა.ზ) მოთამაშის რეგისტრაციის/იდენტიფიკაციის/ვერიფიკაციის ფორმა და წესი; ა.თ) მოთამაშის პერსონალური მონაცემების შენახვის წესი და ტექნოლოგიური აღწერილობა; ა.ი) ინტერნეტპლატფორმის/სისტემის დაცვის მექანიზმების ჩამონათვალი; ა.კ) თამაშობების მართვის სისტემის აღწერილობა; ა.ლ) ფინანსური ტრანზაქციების აღრიცხვისა და შენახვის დეტალური აღწერილობა; ა.მ) თუ ნებართვა მოთხოვნილია სამორინის მოწყობის ნებართვის საფუძველზე − ამ ნებართვის ნომერი და ობიექტის მოწყობის მისამართი; ა.ნ) ნებისმიერი სხვა ინფორმაცია, რომელსაც შემოსავლების სამსახური მოითხოვს;
    ბ) სისტემურ-ელექტრონული ფორმით ორგანიზებული თამაშობის წესში მითითებული სისტემურ-ელექტრონული ფორმით ორგანიზებული თამაშის/თამაშების ტექნიკურ სტანდარტებთან შესაბამისობის დამადასტურებელი ავტორიზაციის სერტიფიკატი;